Next Group-ი ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს - კომპანიამ Radisson Hotel Group-თან Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio- ს აპარტამენტების აშენებაზე ხელშეკრულება გააფორმა | Property Georgia

Next Group-ი ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს - კომპანიამ Radisson Hotel Group-თან Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio- ს აპარტამენტების აშენებაზე ხელშეკრულება გააფორმა

საინვესტიციო-დეველოპერული კომპანია Next Group საერთაშორისო ბრენდებთან Wyndham-თან და Radisson-თან თანამშრომლობით ხუთვარსკვლავიან კომპლექსებს აშენებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ საქართველოში Radisson Hotel Group-ის მასშტაბების გაფართოების შესახებ. გავაფორმეთ ხელშეკრულება Next Group-თან Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio აშენებასთან დაკავშირებით და გავაძლიერეთ ჩვენი წამყვანი პოზიციები ქვეყანაში. ეს იქნება უნიკალური პროექტი - Radisson-ის აპარტამენტები, რომელსაც პირდაპირ წვდომა ექნება სანაპიროსთან და აღჭურვილი იქნება ყველა იმ დეტალით, რაც დამახასიათებელია Radisson Blu-სთვის. ასევე ვამაყობთ იმით, რომ ვთანამშრომლობთ Next Group-თან და  გვსურს მადლობა გადავუხადოთ მათ ნდობისთვის“,- განაცხადა Radisson Hotel Group-ის, აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა,  დევიდ ჯენკინსმა.

Radisson Hotel Group-მა Next Group - თან ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოში თავისი პორტფელი 9 სასტუმრომდე გაზარდა.

ახალი სასტუმრო აპარტამენტები Radisson Blu Resort & Residences  Batumi, Gonio 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და ის ბათუმში Radisson Blu - მეორე სასტუმრო და ნომერ პირველი კურორტი იქნება.

Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე და პირდაპირ იქნება დაკავშირებული პლაჟთან. შენობა გამოირჩევა შუშის ექსტერიერით, რომლის არქიტექტურაც ტრია გრუპის (Tria Group) არქიტექტორს - ლევან სიამაშვილს ეკუთვნის. მასში განთავსდება 576 ოთახი, ლუქსი და რეზიდენციები. პროექტის ინფრასტრუქტურა განთავსდება 7000 კვადრატულ მეტრზე, რაც მოიცავს რესტორნებს - რომლებიც დამსვენებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოს შესთავაზებს, ბარებს - დასვენებისა და განტვირთვისთვის, სპა და ფიტნეს ცენტრებსა და კაზინოს, რომლის ფართობი 1 200 კვადრატული მეტრი იქნება. Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio სტუმრებს ასევე შესთავაზებს უდიდეს ტერასას აუზით, რომელიც 1700 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

„მოხარულები ვართ, რომ ვმუშაობთ Radisson Hotel Group-თან ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე ბათუმში, რომელიც უახლოეს მომავალში საზოგადოებას უამრავ სიახლეს პირდება. პროექტი მოიცავს: აპარტამენტებს, კაზინოებს, სპა ცენტრებს და რაც აღსანიშნავია, აქვს შესანიშნავი მდებარეობა - ზღვიდან 20 ნაბიჯში.  ვფიქრობთ, რომ ამ სიახლის შემდეგ უფრო გაიზრდება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და Radisson Hotel Group-თან ერთად კიდევ ბევრ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა Next Group-ის მფლობელმა, კახა დევაძემ.

Next Group-თან ერთად მომხმარებელს შეუძლია გახდებრენდული აპარტამენტების მფლობელი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და ამავდროულად  მიიღოს სტაბილური შემოსავალი ისე, რომ მის უძრავ ქონებაზე კომპანიის გუნდი იზრუნებს. კომპანია ინდივიდუალურ ინვესტორებს საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალების მიერ მართულ კერძო ქონებას, პრესტიჟულ ზღვისპირა საცხოვრებელსა და შემოსავლის სტაბილურ წყაროს სთავაზობს, რაც მზარდი მოთხოვნით გამყარებული კაპიტალ-დაბანდებაა.

Next Group სრულად ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ღირებულებებისა და სტანდარტების ერთგულია. იგი საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებით გამყარებულ ურისკო საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის და ბოლო წლების ყველაზე აღმავალ ტრენდს - ბრენდულ რეზიდენციებს შავი ზღვის სანაპიროზე ავითარებს. Next Group-მა საერთაშორისო ინვესტორებისა და ევროპელი ტურისტების განსაკუთრებული ყურადღება, გონიოში, სანაპიროდან ოც ნაბიჯში Radisson-ისა და Wyndham--ის კომპლექსების გახსნით მიიპყრო.

ექვსი მიმდინარე პროექტი, 350 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია, 1000-ზე მეტი თანამშრომელი, ხუთი გაყიდვების ოფისი თბილისსა და ბათუმში, წარმომადგენლობები უკრაინასა და ყაზახეთში - Next Group-ია. Radisson Hotel Group-ის პორტფოლიო მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და  Prizeotel.

Radisson Hotel Group- მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების 9 გამორჩეულ ბრენდს და მსოფლიოს 120 ქვეყანაში  1,700-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთია წარმოდგენილიბრენდის  მთავარი  დაპირება და მოწოდება შემდეგიაყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია“.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: