მე-4 საერთაშორისო კონფერენცია: მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქების მშენებლობა | Property Georgia

მე-4 საერთაშორისო კონფერენცია: მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქების მშენებლობა

28 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს მე-4 საერთაშორისო კონფერენციას: მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქების მშენებლობა. კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნული წარმომადგენლობა, FIABCI-Georgia და თანაორგანიზატორია უძრავი ქონების ადგილობრივი საინვესტიციო ჰაბი, Property Georgia, გაიმართება RE-Days Tbilisi 2022-ის ფარგლებში Pullman Tbilisi Axis Towers-ში. ღონისძიება ტარდება პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს პატრონაჟის ქვეშ,საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით.  

2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 70% ქალაქებში იცხოვრებს. დრამატული იქნება ამ დროისთვის კლიმატის ცვლილების ნეგატიური შედეგები. მნიშვნელოვანია უკეთესი და მეტად მდგრადი მომავლის ქალაქების შენება რეზიდენტებისთვის. საერთაშორისო კონფერენცია:  მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქების მშენებლობა მიამრთულია ამ კუთხით ცნობადობის ამაღლებასა და არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. საპატიო სპიკერები ისაუბრებენ უახლეს ტრენდებზე ეკო-მეგობრულ ურბანულ განვითარებაში და წარმოადგენენ პრობლემების შესაძლო გადაწყვეტებს.

RE-Days Tbilisi 2022 -ის მთავარი ღონისძიებებია: მე-4 საერთაშორისო კონფერენცია:  მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქების მშენებლობა და FIABCI-Georgia-ს უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება Prix d’ Excellence Awards.

უძრავი ქონების დღეები გაიხსნება მე-4 საერთაშორისო კონფერენციით:  მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქების მშენებლობა. დღის მეორე ნახევარში კი გაიმართება FIABCI-Georgia Prix d’ Eexcellence Awards.  დაჯილდოება, რომელსაც უძრავი ქონების ოსკარების სახელითაც იცნობენ, გამოავლენს სექტორში ყველაზე სრულყოფილ პროექტებს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ FIABCI-ის მსოფლიო Prix d’ Excellence დაჯილოდებაში,

RE-Days Tbilisi 2022-ის მედია მხარდამჭერები არიან:  FORBES Georgia, FORBES Woman Georgia, Property Media და ჟურნალი ,,სითი.“

მეტი ინფორმაციის მისაღებად და ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.fiabciprixgeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: