"აი დეველოპმენტი" შავი ზღვის სანაპიროზე ახალ პროექტს იწყებს. Elite Club Resort Buknari- ეს გახლავთ აპარტოტელი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ლოკაციაზე ბუკნარში, წიწვოვანი ტყის პირას, ზღვიდან 200 მეტრში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერის მიქსით უნიკალური კლიმატი იქმნება. ამ ადგილს, აქვს ძალიან სუფთა სანაპირო, რომელიც ხშირად ხმელთაშუა ზღვის საბერძნეთის სანაპიროს მოგაგონებთ.
როგორც „აი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ირაკლი შონია ამბობს, პროექტი ითვალისწინებს განსაკუთრებული დიზაინის მქონე აპარტოტელის მშენებლობას. აპარტამენტები ჩაბარდება სრული რემონტით და კომპლექსს მენეჯმენტს გაუწევს ოპერატორი კომპანია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აპარტამენტების გაქირავება, ტექნიკური მომსახურება და მართვა. პროექტში, გათვალისწინებული იქნება როგორც მოსასვენებელი, ასევე სამუშაო სივრცეები განსაკუთრებული გარემოთი და ინტერიერით.
„გვაქვს პრეტენზია, პროექტის ნომინირება მოხდეს სხვადასხვა პოპულარულ საერთაშორისო კონკურსებზე და იყოს გამორჩეული პროექტი რეგიონში, განსაკუთრებით კი სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის კუთხით.“ - აღნიშნავს ირაკლი შონია.
პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს კლუბური დახურული ელიტური კომპლექსის ტიპის რეზიდენტულ განაშენიანებას, სადაც თითოეული მცხოვრები ხდება ელიტური კლუბის წევრი. კლუბის თითოეულ წევრს უნიკალურ საცხოვრებელ და საინვესტიციო აქტივთან ერთად ექნება ექსკლუზიური უფლება ისარგებლოს სხვა, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ბენეფიტებით, რაც ეტაპობრივად დაანონსდება. გარდა ამისა, პროექტს ექნება 16000 კვმ რეკრეაციული სივრცე. Elite Club Resort Buknari გამორჩეულია არა მხოლოდ დიზაინით და კონცეფციით, არამედ გამოყენებული მასალების ხარისხითა და მათი უსაფრთხოებით, ეკოლოგიურობით.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდოლოგიის და სტანდარტების დაცვით, ლოკალური მოთხოვნების შესაბამისად; საპროექტო ნაწილს ამუშავებს არაერთი მასშტაბური საინტერესო პროექტის ავტორი მოწინავე ორგანიზაცია. ასევე, მის მართვაში და ზედამხედველობაში ჩართულია კონსალტინგის და მენეჯმენტის პროფესიონალი კომპანია PMCI, რაც სწორ დაგეგმვას და ამ გეგმის შესრულების უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს ასევე ტიტულოვანი კომპანია, რომელიც ბაზარზე ცნობილია მისი მენჯმენტის დიდი რესურსითა და მასშტაბური პროექტებით. ამას ემატება გამოცდილი გაყიდვების გუნდი, რომელიც წარმატებით ოპერირებს 16 ქვეყანაში, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებში და აშშ-ში. „ყოველივე ეს არის გარანტი იმისა, რომ Elite Club Resort Buknari დათქმულ ვადაში, უმაღლესი ხარსხით შესრულდება და დააკმაყოფილებს როგორც ინვესტორთა მოლოდინებს, ისე მოხმარებელთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს.“- ამბობს ირაკლი შონია და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, კომპლექსის მთავარი უპირატესობა, რაც მას გამოარჩევს, არის გულწრფელი დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ, ეკომეგობრულობა, უნიკალური დიზაინი, უნიკალური კონცეფცია და ლოკაცია: ,, ბუკნარი სწორედ ის ადგილია, სადაც მეგაპოლისიდან 10 წუთში, შეგიძლიათ გადაეშვათ ტროპიკულ გარემოში, გაერთოთ და თავი იგრძნოთ იქ, სადაც დიდი ხანია გინდოდათ მომხვდარიყავით. ჩვენ გვსურს შევქმნათ გამოცდილება და არა მხოლოდ პროდუქტი ან აქტივი, ესაა ,,აი დეველოპმენტის“ მიდგომა ყველა პროექტში. ბუნება და მასთან ჰარმონიაც განასხვავებს ჩვენს პროექტს. ეს არის პატარა ოაზისი დიდ მეგაპოლისთან ახლოს, მთისა და ზღვის უნიკალური ჰაერით და სიმშვიდით, რაც ასე ძალიან გვაკლია დღევანდელ დროს.“ მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პროექტის ვიზუალურ და ტექნიკურ ნაწილზე და რამდენიმე თვეში დაიწყება წინასწარი გაყიდვები. პროექტის მოცემულ ეტაპზე ინვესტორებს შესთავაზებენ სხვადასხვა საინვესტიციო პაკეტებს, რაც შესაძლებლობას იძლევა განსაკუთრებული პირობებით მიიღონ საინვესტიციო აქტივი. პარალელურად, აქტიურად იწყება მოლაპარაკებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, რათა Elite Club Resort Buknari გახდეს სამაგალითო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც.