უძრავი ქონების სექტორის დასაქმების ფორუმი | Property Georgia

უძრავი ქონების სექტორის დასაქმების ფორუმი

FIABCI-Georgia გეგმავს უძრავი ქონების სექტორის პირველი დასაქმების ფორუმს Real Estate Job Fair 2022 სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ამ სექტორში მუშაობა.

რატომ უძრავი ქონების დასაქმების ფორუმი ?

უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის ეს არის შესაძლებლობა აღმოაჩინონ ნიჭიერი ახალგაზრდები, პოტენციური კადრები და გაზარდონ ისინი პროფესიონალებად!

სტუდენტებისთვის/ახალგაზრდებისთვის ეს არის შანსი პირადად გაეცნონ პოტენციურ დამსაქმებელს, ახლოდან დაინახონ უძრავი ქონების სფერო და გადადგან პირველი ნაბიჯი ახალ პროფესიასთან შესახვედრად!

უძრავი ქონების სექტორისთვის ეს არის უნიკალური პლატფორმა ახალი ხედვის განვითარებისთვის!

Real Estate Job Fair 2022 -ში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები და დამსაქმებელი კომპანიები: უძრავი ქონების დეველოპერები, სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, საბროკერო კომპანიები და ამ სექტორში წარმომადგენელი რეკრუტერები თუ სხვა დაკავშირებული კომპანიები.

გთხოვთ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცნოთ თანდართულ ფაილს და მონაწილეობის სურვილის დასაფიქსირებლად ოპერატიულად შეავსოთ ფორმა (შეგიძლიათ პროცესში ჩართოთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები).

შესავსები ფორმა: https://bit.ly/3UC6KnK

თარიღი: შაბათი, 10 დეკემბერი, 2022 წ
დრო: 12:00-18:00
ადგილმდებარეობა: Expo Georgia, V პავილიონი (ორანჟერეა)

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: