საქართველოში პირველი სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დასაქმების ფორუმი 10 დეკემბერს გაიმართება | Property Georgia

საქართველოში პირველი სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დასაქმების ფორუმი 10 დეკემბერს გაიმართება

პირველად საქართველოში, სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დასაქმების ფორუმი ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს რომ 10 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში უძრავი ქონების წამყვანი კომპანიები და ამ სფეროში დასაქმების მსურველები ერთმანეთს ერთ სივრცეში შეხვდებიან.

ფორუმის მიზანი დამსაქმებლებს, სტუდენტებსა და სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში დასაქმების მსურველებს შორის შეხვედრის ორგანიზებაა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები, დამსაქმებელი კომპანიები და რეკრუტერები. მონაწილე კომპანიები ერთ სივრცეში გააცნობენ დაინტერესებულ სტუდენტებს, ახლად კურსდამთავრებულებს თუ სამსახურის მაძიებლებს მიმდინარე ვაკანსიებს.

სტუდენტებისა თუ სამსახურის მაძიებლებისთვის ფორუმზე დასწრება თავისუფალია, შემდეგ ბმულზე რეგისტრაციის შედეგად.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI-Georgia, უძრავი ქონების #1 ჰაბი Property Georgia, მშენებლობის მართვის კომპანია CMC, ხოლო ღონისძიების პარტნიორია ExpoGeorgia.

,,FIABCI-Georgia- და Property Georgia- #1 ამოცანაა უძრავი ქონების სექტორის განვითარება და მისი უწყვეტი მხარდაჭერა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სექტორული ტივობებით. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პირველად საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან ერთ სამშენებლო-დეველოპერული სექტორის პირველი დასაქმების ფორუმს ვატარებთ, რაც იმას ნიშნავს რომ 10 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში უძრავი ქონების წამყვანი სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში მოღვაწე კომპანიები და ამ სფეროში დასაქმების მსურველები ერთმანეთს ერთ სივრცეში შეხვდებიან. მინდა მოვუწოდო სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და სფეროთი დაინტერესებულ კანდიდატებს არ გამოტოვონ დამსაქმებლებთან პირისპირ შეხვედრის და ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა. ფორუმი შეიქმნა უძრავი ქონების სექტორში თქვენი დასაქმებისთვის!“, განაცხადა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia- პრეზიდენტმა, Property Georgia- მმართველმა პარტნიორმა.

,,სამუშაო ადგილების შექმნა და განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმება მნიშვნელოვანია, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. უძრავი ქონების სექტორში არის ძალიან დიდი შესაძლებლობები და 10 დეკემბრის დასაქმების ფორუმიც ამისთვის ტარდება, რომ დამსაქმებლები პირისპირ, ერთ სივრცეში შეხვდნენ  თანამედროვედ მოაზროვნე, განვითარებაზე ორიენტირებულ პოტენციურ კადრებს,“ აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ, FIABCI-Georgia- აღმასრულებელმა დირექტორმა, Property Georgia- მმართველმა პარტნიორმა.

„მოხარული ვარ, რომ პირველი უძრავი ქონების სექტორის დასაქმების ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ. ვფიქრობ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე მომავალი პროფესიონალებისა და სამუშაო მაძიებლებისთვის. ზოგადად, ჩემი 18 წლიანი გამოცდილებით, სექტორული დასაქმების ფორუმები დიდი წარმატებით სარგებლობენ, სადაც სტუდენტებს და სამუშაო მაძიებლებს შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს პირისპირ გაესაუბრონ, ხოლო დეველოპერებსა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება შეარჩიონ სწორი კანდიდატები თუ სტაჟიორები თავიანთი კომპანიისთვის. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას და მონაწილე კანდიდატებს კი თავიანთი საოცნებო სამსახურის შოვნას!“, განაცხადა ნინო მესაბლიშვილმა, CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა.

დასაქმების ფორუმის კარი 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიღება და მონაწილეებისთვის საინტერესო პანელური დისკუსიით დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ექსპერტები ისაუბრებენ უძრავი ქონების სფეროსათვის აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

  • რა უნარებს მოითხოვს სამშენებლო ბიზნესი
  • ის, რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ მოტივაცია
  • ასევე, სტრატეგიული HR მართვა: მეტი ვიდრე რეკრუტინგი
  • სამოტივაციო სისტემები უძრავი ქონების სექტორში
  • კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა უნარების ეკოსისტემის განვითარებისათვის.

 

დამატებით, 13:30-ზე დამსწრე სტუდენტებისა და სტუმრებისთვის ჩატარდება უფასო ტრენინგი, რომელიც უპასუხებს ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს სამსახურის მაძიებლებისთვის: რა უნდა გავითვალისწინოთ CV- შედგენისას, რა ოქროს წესები აქვს რეზიუმეს წერას, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ასევე რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ გასაუბრებაზე: როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით, როგორ ვუპასუხოთ ჩამჭრელ კითხვებს გასაუბრებაზე და როგორ არ დაუშვათ ყველაზე ხშირი შეცდომები.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: