RE/MAX Capital - უძრავი ქონების სექტორის შეჯამება და პროგნოზები | 2022 -2023 | Property Georgia

RE/MAX Capital - უძრავი ქონების სექტორის შეჯამება და პროგნოზები | 2022 -2023

მარიამ ასათიანი- RE/MAX Capital | დამფუძნებელი.

2022 წელი რთული წელი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ერთის მხრივ, პოსტ კოვიდური პირველი წელი განახლების და განვითარების მოლოდინებთან იყო კავშირში, მეორეს მხრივ, კი რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და უკვე ერთწლიანმა ომმა სრულიად შეცვალა პრიორიტეტებიც და პოლიტიკურ-ეკონომიკური დღის წესრიგიც. რასაკვირველია, პირველ რიგში ცვლილებები ჩვენს რეგიონს შეეხო. მიგრანტების უეცარმა ჭარბმა შემოდინებამ არაპროგნოზირებადი გახადა ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი: საცხოვრებელ სეგმენტში თბილისში ქირა საშუალოდ 75%-ით გაიზარდა, გაყიდვის ფასებმა 25%-ით მოიმატა. კომერციულ სეგმენტშიც ყველაზე თვალსაჩინო ზრდა საოფისე ფართების იჯარას შეეხო, კომერციული ფართების ფასები, კი როგორც იჯარის ასევე გაყიდვის, შედარებით სტაბილური დარჩა.

ზოგადად უძრავი ქონების გაქირავება, გაყიდვასთან შედარებით, უფრო მოკლევადიანი, სწრაფი ტრანზაქციაა და მყისიერად პასუხობს მოთხოვნა-მიწოდების ცლილებას.  სარეალიზაციო ფასები კი გარკვეული პაუზის შემდეგ დაყოვნებით რეაგირებს გარემო ფაქტორების ცვლილებებზე. 2023 წლის პროგნოზიც სწორედ ამ თავისებურებას შეიძლება დავაფუძნოთ და ვივარაუდოთ, რომ გასაყიდ ფასებზე მიგრანტების გავლენის სრული სურათი ჩვენ ჯერ არ გვინახავს და ფასები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას. ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ქირის ფასები შემცირდება, თუმცა, ომამდელ და კოვიდამდელ ფასებზე მაღალ ნიშნულზე დასტაბილურდება. მიგრანტების გარკვეული ნაწილი მოიჯარიდან გადაინაცვლებს მყიდველის სეგმენტში და  ამით კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას გასაყიდ ბინებზე, განსაკუთრებით დეველოპერულ პროდუქტებზე და ძველი თბილისის სახასიათო სახლებზე. საცხოვრებელ ბინებზე ფასების ზრდის ერთ-ერთ წინაპირობად გაზრდილი თვითღირებულება და ომის გამო შექმნილი ლოგისტიკური პრობლემებიც შეიძლება დავასახელოთ.

ფასების შემცირებას არ ველოდებით არც საოფისე სეგმენტში, რადგან ამ ნაწილში უფრო გრძელვადიანი კონტრაქტები იდება და ფასები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე დაფიქსირებულია, ხოლო 2022-ში ახალგახსნილი ბიზნესცენტრები  - თითქმის უკვე სრულად დატვირთული. გარდა ამისა, საცხოვრებელი ფართების დაქირავებისგან განსხვავებით ბიზნეს გადაწყვეტილებები უფრო მეტ კვლევასა და დროს მოითხოვს და ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებების სრულ სურათსაც გახანგრძლივებულ ვადაში დავინახავთ. ეს სურათი გარკვეულ წილად აისახება კომერციული ფართების იჯარაზეც, ამიტომ შესაძლებელია პირველადი ქუჩების ე.წ. სთრით რითეილის და სავაჭრო ცენტრების დატვირთულობა გაიზარდოს.

ზოგადად 2023 წელს უძრავი ქონების კუთხით ვპროგნოზირებთ როგორც აქტიურ და მზარდ წელს, თუმცა, მთავარი მოლოდინი და იმედი უკრაინაში რუსეთის აგრესიის  დასრულებას და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილური განვითარების შენარჩუნებას უკავშირდება.

2023 წელი ჩვენთვის, როგორც RE/MAX-ის ფრანჩაიზ კომპანიისთვის, საიუბილეო წელია! რე/მაქსი წელს დაარსებიდან 50 წელს აღნიშნავს და ამ თარიღს ხვდება 110 ქვეყანაში 8000-ზე მეტი ოფისითა და მსოფლიოს 500 ფრანჩაიზ კვლევის მიხედვით აღიარებული ტოპ ფრანჩაიზერისა და უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე  ლიდერის სტატუსით.

RE/MAX Capital-ის სახელით FIABCI GEORGIA-ს ყველა წევრს მშვიდობიან, წარმატებულ და ბედნიერ წელს ვუსურვებთ და  როგორც მისი საბჭოს წევრი კომპანია, თანამშრომლობის მზაობას გამოვთქვამთ კიდევ უფრო მეტი, ერთობლივი  საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: