შპს „ელემსიმ“ PlanRadar-ის მეშვეობით თავისი პროექტებისა და მშენებლობის მართვის პროცესები გააციფრულა | Property Georgia

შპს „ელემსიმ“ PlanRadar-ის მეშვეობით თავისი პროექტებისა და მშენებლობის მართვის პროცესები გააციფრულა

სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის კომპანია „ელემსიმ“ (ELEMSI), პროექტების მართვისა და სამუშაოების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მშენებლობის, უძრავი ქონებისა და ობიექტების მართვის  მოწინავე ციფრული პლატფორმა - PlanRadar-ი დანერგა.

კომპანია „ელემსი“ 2010 წელს დაფუძნდა და იგი საქართველოში ერთ-ერთი ლიდერია სამშენებლო პროექტების მართვისა და მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურების მიწოდებაში. „ელემსის“ გუნდი დაკომპლექტებულია სამშენებლო დარგის მაღალკვალიფიციური და ინოვატორი ექსპერტებისგან, რომლებიც უკეთესი შენობა-ნაგებობების შექმნის პრეცენდენტებით, ხალხისთვის  უკეთეს საცხოვრებელ, სამუშაო, სასწავლო,  სამკურნალო,  მომსახურების მიღება-გაწევის, სარეკრეაციო და სხვა გარემოს ქმნიან.

დღეის მდგომარეობით, „ელემსის“ პორტფელი მოიცავს ათეულობით კმაყოფილ კლიენტს, 600 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური დანახარჯების მართვას და 300,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის დასრულებულ შენობა-ნაგებობებს.

„სამშენებლო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, კომპანია „ელემსი“ ფოკუსირებულია დამკვეთისთვის ჩასაბარებელი შენობა-ნაგებობის ღირებულების ამაღლებაზე და ამას ახერხებს დამკვეთისთვის განსაზღვრული ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების შესაძლო მოკლე ვადაში და შესაძლო დაბალ ფასად მიწოდების უზრუნველყოფის ხარჯზე. PlanRadar-ი საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავამარტივოთ პროცესები და შევამციროთ ბიუროკრატია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს პროდუქტიულობას, მუშაობის სისწრაფესა და ხარისხს“, - აღნიშნა შპს „ელემსის“ დამფუძნებელმა და ოპერაციულმა დირექტორმა გიორგი მერებაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ „ელემსი“ ჩვენი პარტნიორი გახდა საქართველოში. შპს „ელემსის“ აქვს დიდი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა მშენებლობის სფეროში. ამაზე მეტყველებს მათი დასრულებული პროექტები და კმაყოფილი კლიენტები. ჩვენი კოლეგები „ელემსი“-დან 12 წელზე მეტია ამჟღავნებენ საკუთარ პროფესიონალიზმს. ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა ადასტურებს მათ სურვილს, გააუმჯობესონ კომპანიის ეფექტურობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობისა და ტურბულენტობის ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ PlanRadar „ელემსის“ დაეხმარება ამბიციური მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა PlanRadar-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ავთანდილ მეკუდიშვილმა.

PlanRadar არის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და მოსახერხებელს ხდის სამშენებლო პროექტებისა და უძრავი ქონების პროექტების მართვას. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ადგილზე განახორციელოს ეფექტური ინსპექტირება: ნახაზებზე ციფრულად დააფიქსიროს კომენტარები და მიამაგროს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, აკონტროლოს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ხარისხი კონტრაქტორებთან ერთიან პლატფორმაზე პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ასევე მართოს უძრავი ქონება ობიექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. PlanRadar აუმჯობესებს პროცესებს და ზოგავს დროს, და ამით ეხმარება მომხმარებელს ბიუჯეტისა და გრაფიკის დაცვაში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია PlanRadar 2013 ავსტრალიაში დაარსდა. PlanRadar-ის საერთაშორისო გუნდი შედგება 400-ზე მეტი თანამშრომლისგან, რომელიც 65 ქვეყანაში 120 ათასზე მეტ კლიენტს ეხმარება სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში ბიზნეს-პროცესების გაციფრულებაში. პლატფორმა ხელმისაწვდომია 20 ენაზე და მისი გამოყენება შესაძლებელია IOS-ის, Windows-ისა და Android-ის სისტემებზე მომუშავე ნებისმიერი მოწყობილობით.

შპს „ელემსის“ შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/elemsi-fb

PlanRadar-ის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://goo.su/fjJ3

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: