CMC- უძრავი ქონების სექტორის შეჯამება და პროგნოზები | 2022 -2023 | Property Georgia

CMC- უძრავი ქონების სექტორის შეჯამება და პროგნოზები | 2022 -2023

ნინო მესაბლიშვილი - CMC | ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი.

CMC-სთვის 2022 წელი იყო დიდი გამოწვევების და ამავდროულად ახალი შესაძლებლობების წელი, რადგან ჩვენი კომპანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და გახსნა ფილიალი ხორვატიაში, ასევე საერთაშორისო პროექტების ჭრილში - ჩვენს პარტნიორ გერმანულ კომპანია KVL-თან ერთად დავიწყეთ მუშაობა 3 საერთაშორისო პროექტზე სომხეთსა და სერბეთში. წინა წლების მსგავსად, ისევ პრობლემატური რჩება მაღალი დონის პროფესიონალების მოძიება ჩვენ სექტორში, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია ამ სფეროში არსებული კვალიფიციური კადრების სიმცირით და ასევე მაღალი კონკურენციით და ინფლაციით.

რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზს, ვფიქრობთ რომ ეს წელი იქნება ძალიან აქტიური სამშენებლო სექტორისთვის როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და სხვა დიდი საკურორტო ქალაქების მასშტაბით, რის გამოც კვალიფიციური კადრების მოძიება, გადამზადება და შენარჩუნება კვლავ დარჩება აქტუალური.

ჩვენი კომპანია უკვე 1 წელზე მეტია FIABCI-Georgia-ს საკმაოდ აქტიური წევრია და ვფიქრობთ, რომ ამ ასოციაციის როლი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში. გასულ წელს ერთობლივად შევძელით ქვეყანაში პირველი სექტორული დასაქმების ფორუმის წარმატებით ჩატარება და მონაწილეობა მივიღეთ ბევრ საინტერესო ღონისძიებასა თუ ტრენინგში. ამის გარდა, FIABCI-Georgia საკმაოდ წარმატებულია ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის და ამ სექტორის ძირითადი მოთამაშეების ერთმანეთთან დაკავშირების კუთხით.

გვეამაყება ის ფაქტი, რომ CMC ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა FIABCI Georgia-ს მიერ პირველად ორგანიზებულ FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards- ის დაჯილდოებაში, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრაქტრუქტურული პროექტით - UEFA IV კატეგორიის სტადიონი ქ.ბათუმში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: