ქეთი ტაბატაძის ინტერვიუ საშა ტერნესთან
საფონდი ბირჟები, საბანკო დეპოზიტები - მათთვის, ვისაც დანაზოგის სარფიანი დაბანდების სურვილი აქვს, ინვესტირება უძრავ ქონებაში ახალი წარმატებული ბიზნეს მოდელია. დოქტორი საშა ტერნესი, “ტერნეს უძრავი ქონების ფონდის” მმართველი პარტიორი/დამფუძნებელი, ინვესტირების მსოფლიოში ცნობილი პრაქტიკის შესახებ საუბრობს. Property Georgia-სთან ინტერვიუში დოქტორი ტერნესი ადგილობრივ ბაზრის პერსპექტივებს განიხილავს.
დანაზოგი უძრავ ქონებაში ქართული ბაზრისთვის სიახლეა. რატომ უნდა მივმართოთ თქვენს კომპანიას? რა სარგებელს მივიღებთ თქვენი მომსახურებიდან?
-“ტერნეს უძრავი ქონების ფონდი,” რომელიც მე დავაფუძნე, ამ პროფილის ერთადერთი კომპანიაა საქართველოში. ეს არის პლატფორმა მათთვის,ვისაც სურთ ინვესტიცია ჩადონ უძრავ ქონებაში. ბევრი ადამიანია უკმაყოფლო საბანკო დეპოზიტებით, საპროცენტო განაკვეთების კლებადი ტენდენციის გამო; ისინი ფულის დაბანდების ალტერნატივას ეძებენ.
შეიძენ უძრავ ქონებას და უამრავ პრობლემასთან გიწევს გამკლავება: დაუსრულებელი მშენებლობები, სარემონტო სამუშაოები,მოიჯარეების მოძიება-სხვა ბევრი ადმინისტრაციული თავის ტკივილი. ჩვენ კი ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებთ.
“ტერნეს უძრავი ქონების ფონდი” ძირითადად კომერციულ (საოფისე) ქონებაში აკეთებს ინვესტირებას. ინვესტორებს ორი სახის სარგებელს ვთავაზობთ: ყოველწლიურად ისინი იღებენ დივიდენდებს გაქირავების შემოსავლიდან და საბოლოოდ ქონების გაყიდვიდან. ფასები უძრავ ქონებაზე კი გამუდმებით იზრდება.
ვინ არიან ინვესტორები? რამდენად მაღალშემოსავლიანია ეს სეგმენტი?
- ყველას არ აქვს საკმარისი ფინანსები, რომ შეიძინოს უძრავი ქონება. ჩვენი კომპანია ასეთ ადამიანებს კოლექტიურ საინვესტიციო გადაწყვეტილებას სთავაზობს. ინვესტიციის მოცულობა ინდივიდუალურია და კონკრეტულ პროექტზეა დამოკიდებლი. ერთერთ პროექტში, რომელსაც ამჟამად ვახორციელებთ, აღნიშნული თანხის მინიმალური ზღვარი $60 000-ია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმ დროისთვის, როდესაც საბაზრო ფასები მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს, ჩვენ ქონებას ვყიდით და ინვესტორებს სოლიდურ მოგებას ვუნაწილებთ-საშუალოდ 7 წლის ვადაში.
რამდენად დიდია ინტერესი ქართველებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის თქვენი ბიზნეს მოდელი ჯერ კიდევ ახალია?
- ინტერესი უცხოელების მხრიდან მეტია, თუმცა ქართველებიც აქტიურად გვიკავშირდებიან. შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ის ფაქტი, რომ უძრავ ქონებაში დანაზოგის გაკეთება ადგილობრივი ბაზრისთვის სიახლეა და დრო ჭირდება. ჩვენი ინვესტორები არიან გერმანელები, შვეიცარიელები, ავსტრიელები, ბრიტანელები, უკრაინელები, თურქები, აზერბაიჯანლები.
როგორ ხედავთ ბიზნეს აქტივობის გეოგრაფიულ გაფართოებას?
- ამჟამად ბიზნესს თბილისში ვაწარმებთ, რადგან დედაქალაქში არის ის სეგმენტი, ვისაც შეუძლია თავს უფლება მისცეს ქირაში დიდი თანხა გადაიხადოს, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის რეგიონალურ განვითარებასთან ერთად ჩვენი ბიზნესის გაფართოვების საშუალება მოგვეცემა.
რამდენად მიმზიდველია ქართული ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის?
- რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გარემოს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე წარმატებულია. მეორეს მხრივ, განვითარებად ქვეყანაში ინვესტირებით უამრავი უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული; რუსული და უკრაინული ბაზარი ბევრი მათგანისთვის საინტერესო აღარაა, საქართველო კი-კარგი არჩევანია. ყველაზე მთავარი-უძრავი ქონების ბიზნესი საქართველოში საკმაოდ შემოსავლიანია, მაგალითისთვის, 3-ჯერ მეტადაც კი ვიდრე დასავლეთ ევროპაში.