LSG Solutions- უძრავი ქონების სექტორის შეჯამება და პროგნოზები | 2022 -2023 | Property Georgia

LSG Solutions- უძრავი ქონების სექტორის შეჯამება და პროგნოზები | 2022 -2023

სოსო ბერიძე- LSG Solutions| აღმასრულებელი დირექტორი.

2022 წელი საკმაოდ დატვირთული იყო LSG Solutions-ის გუნდისთვის. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტებით გავძლიერდით. LSG Solutions-ის გუნდს მთავარი არქიტექტორი და ელექტრო-მექანიკური ინჟინრები შემოუერთდნენ. პროექტების მხრივ, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე და განსხვავებულ ბიზნეს სექტორებზე დავიწყეთ მუშაობა. 

ბორჯომის საწარმოს კომპლექსის, ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის, პირველი ფაზა წარმატებით დავასრულეთ, ხოლო მეორე ფაზის წინასამშენებლო ეტაპის ფარგლებში ახლა სასაწყობე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.  საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული შოურუმის Porsche Center Tbilisi სრული მშენებლობის მენეჯმენტი განვახორციელეთ. Საკმაოდ აქტიური წელი გვქონდა სასტუმროების მიმართულებითაც,  ყვარელში Wyndham Grand  და Accor-ის ბრენდის სასტუმროს Tribe Hotel Batumi სრული მშენებლობის მენეჯმენტს ვუძღვებით. საცხოვრებელი კომპლექსის მიმართულებით, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ავიღეთ. სექტემბრიდან სრულ მშენებლობის მენეჯმენტს ვუწევთ Green Cape Botanico-ს, ეს არის სასტუმროს ტიპის, პრემიალური კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სილქ დეველოპმენტის მიერ ხორციელდება მწვანე კონცხზე. ასევე ნოემბერში თბილისში კიდევ ორი საცხოვრებელი კომპლექსის, Kumisi Residential Complex & Vazisubani Residential Complex-ის წინასამშენებლო მენეჯმენტი დავიწყეთ. 

ცალკე მინდა გამოვყო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულება. ხობის ჰიდროელექტროსადგურის, 44 მეგავატიანი ჰესის ზედამხედველობას ვახორციელებთ და 2022 წელს დასრულდა 6.6კმ გვირაბის ბურღვითი სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანია Multiconsult Group-თან ვთანამშრომლობთ. 

2023 წლის გეგმებს რაც შეეხება, გვსურს, წელს ქვეყანაში პროექტირების საერთო დონის გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი. ბოლო თვეების განმავლობაში LSG Solutions-ის გუნდი აქტიურად მუშაობს პროექტირების სტანდარტების შემუშავებაზე. ეს სტანდარტები ყველა ძირითად დისციპლინას ეხება და მასში დეტალურადაა გაწერილი ფუნდამენტური მოთხოვნები, რომლებსაც საპროექტო დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს. ვგეგმავთ, რომ ეს სტანდარტი სრულად გავასაჯაროვოთ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, რათა ქვეყანაში პროექტირების საერთო დონის გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი. ეს სამშენებლო პროექტების ხარისხზე დადებითად აისახება, რადგან ამ მიმართულების საფუძველი სწორედ პროექტირებაა. 

რაც შეეხება გლობალურ გეგმებს, წელს ახალ, მსხვილ პროექტებზე მუშაობას ვგეგმავთ. ამისთვის გუნდის მნიშვნელოვნად გაზრდა დაგვჭირდება. ძალიან იშვიათია, როდესაც კომპანია ამდენ სხვადასხვა დისციპლინას აერთიანებს. ამდენად, LSG Solutions-ში გვაქვს დიდი პოტენციალი და ბაზარს მაღალი ხარისხის კომპლექსურ სერვისს ვთავაზობთ. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: