უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა | Property Georgia

უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა

პირველად საქართველოში, Property Georgia-სა და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით ტარდება უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა - Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup, რომლის მიზანია უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორში მოღვაწე 40 -მდე სხვადასხვა პროფილის კომპანიების ხელმძღვანელებს შორის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება და ახალი ბიზნეს თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup , საქმიანი სექტორული ღონისძიება, ღიაა როგორც ასოციაციის წევრების, ასევე არაწევრებისთვის.

Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup ფარგლებში ერთს სივრცეში ერთმანეთს შეხვდებიან გადაწყვეტილებების მიმღები პირები სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საბროკერო სფეროდან, ასევე არქიტექტორები და საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ქალაქგეგმარების ექსპერტები.

ორგანიზატორები: Property Georgia , FIABCI-Georgia

თარიღი: 7 მარტი, 2023

 

  • 11:45 – 12:00 Welcome Coffee
  • 12:00 – 12:20 ღონისძიების პირველი ნაწილი გაიხსნება FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის მისასალმებელი სიტყვით.
  • 12:20 – 13:00 პანელური დისკუსია: “უძრავი ქონების ტენდენციები და მოლოდინები 2023 წლისთვის”.

- უძრავი ქონების ტენდენციების შესახებ ისაუბრებს კომპანია ,,Colliers Georgia“-ს მმართველი პარტნიორი - ირაკლი კილაურიძე.

- ურბანულ განვითარების სიახლეებს გაგვაცნობს ,,City Institute Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორი - მამუკა სალუქვაძე.

- ენერგო ეფექტურობის კანონი, ახალი რეგულაციები და სამშენებლო-დეველოპერული სექტორი Senior Advisor of GOPA-International Energy Consultants (intec). Manager of technical assistance to Georgian Energy Sector Reform Programme (GESRP) - ვახტანგ ბეგაშვილი.

  • 13:00 – 13:40 პანელური დისკუსია - CEO ქალები უძრავ ქონებაში
  • 13:40 – 14:30 ბიზნეს ლანჩი
  • 14:30 -დან უძრავი ქონების სექტორის ლიდერების B2B შეხვედრა

Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup გაშუქდება Property Media-სა და BMG-ის არხებზე.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გაეცანით პირობებს: https://bit.ly/3kaYTAC

რეგისტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე : https://bit.ly/3kfLR56

[email protected]

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: