FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა გაიმართა | Property Georgia

FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა გაიმართა

7 მარტს, სასტუმრო ,,პულმანში“ FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება განახლებული ფორმატით ჩატარდა. პირველი ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიებს სექტორისთვის მნიშვნელოვან თემებზე:

  • უძრავი ქონების სექტორის უახლესი ტენდენციების და მოლოდინების მიმოხილვა;
  • სამშენებლო-დეველოპერული სექტორთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გაცნობა. ენერგოეფექტურობა და მედეგობა მშენებლობაში;
  • ქალების როლი სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში.

 

ღონისძიების მეორე ნაწილი გაგრძელდა b2b შეხვედრებით. უძრავი ქონების სექტორის მთავარ მოთამაშეებს შესაძლებლობა მიეცათ შეკრებილიყვნენ ერთ სივრცეში და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები, შეეძინათ ბიზნეს პარტნიორები.

,, FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩავატარეთ უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა- Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup. შეხვედრის მიზანი გახლდათ უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორში მოღვაწე 50-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანიების ხელმძღვანელებს შორის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება და მათ შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა,“ განაცხადა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა, Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა.

მისი თქმით, პანელური დისკუსიები უძრავი ქონების სექტორის უახლეს ტენდენციებზე, როგორებიცაა შენობების ენერგოეფექტურობა და მედეგობა, აუცილებელი განსახილველი თემებია სექტორისთვის. ,,ჩვენი წევრებისთვის  მნიშვნელოვანია გავაზიაროთ თუ  რა სიახლეები იგეგმება საკანონმდებლო ჭრილში და როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი ვეროპულ სამშენებლო სტანდარტებზე გადასასვლელად.“

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup, საქმიანი სექტორული ღონისძიება  ღია იყო როგორც ასოციაციის წევრებისთვის, ასევე არაწევრებისთვისაც.

,,საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მაშინ როცა, ქვეყანას აქვს ნაკისრი ვალდებულებები დასავლური სტანდარტებით განავითაროს ეკონომიკა და ეს ეხება უძრავი ქონების სექტორსაც, მნიშვნელოვანია სიახლეების და გამოცდილების გაზიარება ენერგოეფექტური მშენებლობის, მდგრადი და მედეგი განვითარების, თუ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ თემებზე,“ აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ, FIABCI-Georgia-ს დირექტორმა, Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა.

,,უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა იყო თანამედროვე და საქმიანი ფორმატის ინიციატივა, რომელიც განხორციელდა FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით. დამსწრე მაღალი რგოლის მენეჯერებს სამშენებლო, საკონსულტაციო, საბროკერო, საბანკო, სადაზღვევო სფეროებიდან მიეცათ საშუალება b2b ფორმატში უკეთ წარედგინათ თავიანთ პროდუქტები და მომსახურებები. ამით ნამდვილად შეეწყობა ხელი ახალი ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და მეტი ბენეფიტების მოპოვებას თითოეული წევრი კომპანიისთვის,“ განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა, FIABCI-Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტმა. ის ღონისძიებაში მონაწილეობდა ასევე როგორც ,,შუხმან ჯგუფის“ დირექტორი. ,, ღონისძიების ფარგლებში ძალიან პრიორიტეტულ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ურბანული სივრცითი საკითხების განხილვის პარალელურად გამოკვეთილ იქნა ქალთა როლი უძრავ ქონებაში, რომელ პანელზეც მე ვმონაწილეოდბი. აღნიშნული მიუთითებს საქართველოში გენდერული თანასწორობის განვითარებასა და პროგრესზე. მასგავსი ფორმატის ღონისძიებების წარმატებით ჩატარება ნამდვილად გახდა წინაპირობა, რომ წლის განმავლობაში FIABCI-Georgia-ს კალენდარი დაიტვირთოს სხვადასხვა თემატური b2b ინიციატივებით.“

უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა 100-მდე ადამიანი. მათ შორის იყვნენ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, ბროკერები, არქიტექტორები, საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპანიების  წარმომადგენლები და ქალაქგეგმარების ექსპერტები.

,,მედეგობა მშენებლობაში უმნიშვნელოვანესია. თუმცა, გამომდინარე უამრავი ძველი შენობის არსებობისა, გამოწვევები ბევრია. სავარაუდოდ, არც ყველა ახალი შენობა აკმაყოფილებს სტანდარტებს. საბედნიეროდ, არიან დეველოპერები, რომლებიც ხარისხიანად და შესაბამისი ნორმების დაცვით ავითარებენ პროექტებს. ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ FIABCI-Georgia-ს და  Property Georgia-ს მიერ ორგანიზებულ პანელზე,“ განმარტა მამუკა სალუქვაძემ, ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა. როგორც სალუქვაძემ განაცხადა, მის კომპანიას სპეციალური რუკა აქვს შედგენილი, სადაც გეოდინამიკურად საშიშია ადგილებია მონიშნილი და იკრძალება მშენებლობა. ,,საერთო ენა უნდა მოინახოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, იქნება ეს შენობების სერტიფიცირების ირგვლივ, ევროკოდების შემოღება თუ სხვა მიმართულებით,“ აღნიშნა სალუქვაძემ.

შენობების მედეგობის პარალელურად, პანელური დისკუსიების ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს ენერგოეფექტურობის კანონიც.

,,კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ მშენებლობაში შესულია ძალაში, ხოლო მინიმალური მოთხოვნები შენობებზე ამოქმედდება მიმდინარე წლის ივლისში,“ განაცხადა ვახტანგ ბეგაშვილმა, კომპანია ,,გოპას“ უფროსმა მრჩეველმა. როგორც ბეგაშვილმა განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ენერგო აუდიტორების და სხვა შესაბამისი საჭირო  პროფესიების მიმართულებით ტრეინინგები.

შეხევდრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქალების როლი უძრავ ქონებაში საქართველოში და მსოფლიო პრაქტიკის ტენდენციები, შედარება ქართულ რეალობასთან.

,,მსოფლიოში სამშენებლო სექტორში დასაქმებული ქალების წილი სამწუხაროდ მხოლოდ 10%-ს შეადგენს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია ნელნელა იცვლება და დროთა განმავლობაში დაბალანსდება. ქალის და კაცის პროფესიები არ არსებობს, ეს მხოლოდ სტერეოტიპია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და თანაბრად დავასაქმოთ ორივე სქესის წარმომადგენლები," განაცხადა ნინო მესაბლიშვილმა, კომპანია CMC-ის ბიზნესის და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა.

FIABCI-Georgia და Property Georgia განაგრძობენ სექტორისთვის აქტუალურ თემებზე მუშაობას. ქვეყნის პოზიციონირების გაძლიერებისთვის უძრავი ქონების საერთაშორისო რუკაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობის დაგეგმვა თუ საერთაშირისო ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: