ფარმადეპოს მხარდაჭერით უძრავი ქონების ლიდერი ქალების პანელი გაიმართა | Property Georgia

ფარმადეპოს მხარდაჭერით უძრავი ქონების ლიდერი ქალების პანელი გაიმართა

7 მარტს, სასტუმრო ,,პულმანში FIABCI-Georgia- და Property Georgia- ორგანიზებით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა ჩატარდა.  

ღონისძიება განახლებული ფორმატით გაიმართა.

 პირველი ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიებს სექტორისთვის  მნიშვნელოვან თემებზე:

  • უძრავი ქონების სექტორის უახლესი ტენდენციების და მოლოდინების მიმოხილვა;
  • სამშენებლო-დეველოპერული სექტორთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციების გაცნობა.
  • ენერგოეფექტურობა და მედეგობა მშენებლობაში;
  • ქალების როლი სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში.
  • ღონისძიების მეორე ნაწილი გაგრძელდა b2b შეხვედრებით.

პანელური დისკუსია - ქალები უძრავ ქონებაში წარმდგენი გახლდათ სააფთიაქო ქსელი ,,ფარმადეპო“. ფარმადეპოს სახელით ორგანიზატორებმა  ყველა დამსწრე ქალბატონს მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი  და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები. 

,,ჩვენთვის საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიას, რომელიც ითვალისწინებს მწვანე პოლიტიკას და ზრუნავს გარემოზე, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალური გარემოს განვითარებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ზრუნვით იცვლება სამყარო!,“

,,ფარმადეპო, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, უკვე 13 წელია გარემოზე ზრუნავს და ამ მიმართულებით მთელ რიგ ღონისძებებს ახორციელებს.  კომპანია მწვანე პოლიტიკის მხარდაჭერას სამომავლოდაც აქტიურად განაგრძობს.

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: