გაზაფხულის მოსვლას უძრავი ქონების სექტორში, მშენებლობის სიახლეებით აღნიშნავენ. ამ მხრივ, წელს ერთ-ერთი გამორჩეული Calligrapy Towers Batumi-ა, საერთაშორისო სტანდარტის ეს მულტიფუნქციური კომპლექსი, თავისი ფართოდ გაშლილი, უცვლელი ხედებით ყველა სეზონზე გვახსენებს, რომ ბათუმით ტკბობა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება.
ელიტარული კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, მდებარეობს გმირთა ხეივანზე, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და საინვესტიციოდ მიმზიდველ უბანში. გარდა გამორჩეული ლოკაციისა, კომპლექსის უნიკალურობას ხაზს უსვამს მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სასტუმრო ქსელის Hilton worldwide-ის სასტუმრო Hampton by Hilton- ის არსებობა, რაც პოტენციურ დამსვენებლებს მიუთითებს Calligraphy Towers-ის სტაბილურობასა და სანდოობაზე.
Calligrapy Towers-ი დასვენების და გართობის ფართო სპექტრს სთავაზობს მომხმარებელს. აქ დაგხვდებათ: კინოთეატრი Calligraphy Cinema, პიანო & ლაუნჯ ბარი ცოცხალი მუსიკით, Co-working სივრცე, საკონფერენციო დარბაზი, დახურული საცურაო, აუზი, სპა ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, რეკრეაციული ზონა, კაზინო, რესტორანი, ელექტრო მანქანები, რომლებიც მოახდენენ თქვენს ტრანსპორტირებას ზღვის სანაპირომდე.
მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასთან ერთად Calligraphy towers-ში თქვენ ისარგებლებთ ისეთი სერვისებით, როგორიცაა ობიექტის დაცვა, კონსიერჟი, ვიდეო მონიტორინგი, საერთო სივრცეების დალაგება, ტექნიკური მომსახურება(ლიფტი, განათება, რეკრეაციული ზონის მოვლა), ფასადის წმენდა, მოსახლეების მუდმივი ინფორმირებულობა და ა.შ.
ყველაფერი ერთად - გამორჩეული ლოკაცია, მაღალი დონის ინფრასტრუქტურა , საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობა, გამორჩეული სერვისები Calligraphy Towers მაღალშემოსავლიანი ბიზნეს-შესაძლებლობების სივრცედ ხდის შავი ზღვის სანაპიროზე. ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ის ფაქტია, რომ აქ გარანტირებული შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ხელშეკრულებით.
Calligraphy Towers -თან თანამშრომლობა, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მოქნილია, თუ გადაწყვეტთ აპარტამენტების შეძენას გაქირავების მიზნით, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უძრავი ქონების მართვის სხვადასხვა ფორმით. პირველი: მართვა დამოუკიდებლად - მფლობელები საკუთარი ძალებით ზრუნავს დამსვენებლების მოძიებასა და აპარტამენტის გაქირავებაზე ან მეორე: თანამშრომლობა მმართველ კომპანიასთან , რომელიც იზრუნებს დამსვენებლების მოძიებასა და აპარტამენტის გაქირავებაზე.
მეორე ვერსიის შემთხვევაში , აპარტამენტის მფლობელსა და მმართველ კომპანიას შორის გაქირავებისგან მისაღები შემოსავალი ნაწილდება შემდეგნაირად: 60% მფლობელს და 40% მმართველ კომპანიას. მმართველი კომპანიის მომსახურება კი თავის მხრივ მოიცავს გაქირავებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და პასუხისმგებლობას: დამსვენებლების მოძიება, რეკლამირება, ჯავშნების მენეჯმენტი, კომუნალური ხარჯები, დალაგება.
და მაინც, კომპლექსის მთავარი საინვესტიციო უპირატესობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო სასტუმრო ქსელის ბრენდი Hilton worldwide-ია, სასტუმრო Hampton by Hilton-ის სახით. ვინაიდან ეს ეს აძლევს მომხმარებელს უპირატესობას შეიძინოს და გააქირაოს აპარტამენტი Hampton by hilton-ის ბრენდის ქვეშ, აღნიშნული ფრენჩაიზინგი უზრუნველყოფს დამსვენებლების უწყვეტ ნაკადს და უძრავი ქონების მაქსიმალურად დატვირთულობას , რაც თავის მხრივ უკუგების დაჩქარებას განაპირობებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ‘’Calligraphy Towers’’-ის მაღალი საინვესტიციო პოტენციალი და უნიკალური ინფრასტრუქტურა იზიდავს მომხმარებლებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან, რადგან, მათ აქვთ შესაძლებლობა ხელსაყრელი პირობებით შეიძინონ ყოველწლიურად მზარდი და შემოსავლიანი უძრავი ქონება ბათუმში, ელიტურ კომპლექსში, სადაც აპარტამენტები განკუთვნილია როგორც მუდმივი ცხოვრებისთვის, ასევე სეზონური დასვენებისთვის და ინვესტირებისთვის