ახალი უბანი ქალაქის გულში - მონოლით გრინ სითი | Property Georgia

ახალი უბანი ქალაქის გულში - მონოლით გრინ სითი

თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსიმონოლითგრინ სითი”, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში შენდება.  

კომპლექსი გადაჭიმულია 12 ჰექტარზე და მოიცავს 21 საცხოვრებელ ბლოკს. კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორია, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და აუზი, კომერციული ობიექტებისაბავშვო ბაღი და სკოლა, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე და საკუთარი პარკინგი.

რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად მომხიბვლელი, ვიდრე ცხოვრობდე თბილისი ძველ უბანში, ქალაქის გულში, დენდროლოგიური პარკით - იფნებით, ნეკერჩხალ-ქორაფებით, ესპანური სოჭით, იტალიური ფიჭვებითა და სხვა მრავალი სახეობის უნიკალური ნარგავებით?! გარდა იმისა, რომ ეს მობინადრეებს თბილისში მშვიდი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს, იმასაც გულისხმობს,  რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრება,  სუფთა ჰაერზე უარის თქმას აღარ ნიშნავს

გარდა გამწვანებისა, “მონოლით გრინ სითის” კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც ჯანსაღ გარემოსთან ერთად, კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.

მონოლით გრინ სითის” კომპლექსი 1.5 კმ-მდე მანძილითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი. კომპლექსის ადგილმდებარეობა, პანორამული ხედებით თბილის ქალაქზე, ერთ ერთი ის უპირატესობა მომხმარებლისთვის, რაც კომპლექსში უძრავი ქონების, საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ,  შეძენის გონივრულ გადაწყვეტილებაზე მეტყველებს. ასევე,  “მონოლით გრინ სითიში” 40 -დან 200 კვადრატულ მეტრამდე ბინების ფართო არჩევანია შესაბამისად აქ სასურველ ბინას ადვილად შეარჩევთ. ბინების ფასები კი 855$-დან 1180$-მდე მერყეობს (2100 ლარიდან).

მიმდინარე პერიოდში მოქმედებს საგაზაფხულო შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 15 000 ლარამდე ფასდაკლებით და ასევე იპოთეკის, ისევე როგორც შიდა განვადების შემთხვევაში პირველადი შენატანი მხოლოდ 10%- შეადგენს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი: ფართომასშტაბიანი პროექტი , ადგილმდებარეობა ქალაქის გულში ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე სივრცეში, ინფრასტრუქტურა, ბინები ლამაზი ხედებით ძველ თბილისზე, ხარისხიანი მშენებლობა და სამშენებლო მასალა, კონკურენტუნარიანი ფასი და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები - განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც წარმატებული და გონივრული პირადი შენაძენისთვის, ასევე ინვესტიციისთვის, ამიტომ მონოლით გრინ სითიში”, უძრავი ქონების შეძენა ერთი მხრივ  ხელსაყრელია ინვესტორისთვის, ვინაიდან ყველა ფაქტორი ერთად მას უძრავი ქონების გაქირავების პროცესს  გაუმარტივებს და მეორე მხრივ, ასევე მიმზიდველს ხდის მყიდველისთვისაც - ვისთვისაც მნიშვნელოვანია გონივრული ინვესტიცია,  საკუთარ კომფორტში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: