HR მეტრიკები, ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისათვის: EVA, ISO 30414:2018-ის პირველ და აკრედიტებულ აუდიტორული კომპანიას მსოფლიოში HCM Metric-ს მასპინძლობს. | Property Georgia

HR მეტრიკები, ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისათვის: EVA, ISO 30414:2018-ის პირველ და აკრედიტებულ აუდიტორული კომპანიას მსოფლიოში HCM Metric-ს მასპინძლობს.

ანა კაკურია

დღესდღეობით, არავინ დავობს,  რომ კომპანიის კეთილდღეობა მთელი გუნდის ეფექტური მუშაობის შედეგია. ორგანიზაცია ისეთივე კარგია, როგორც ის ადამიანები ვინც იქ არის დასაქმებული - ამიტომაც კომპანიისათვის სამუშაო ძალა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯია.

ერთი მხრივ ადამიანური რესურსის ინვესტიციის რეალური ამონაგების გაზომვა საკმაოდ რთულია, მეორეს მხრივ კი ამ კაპიტალის ანგარიშგება და მონაცემების ანალიტიკა განსაზღვრავს კომპანიის სტრატეგიის ეფექტურობასა და ეფექტიანობას. ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ეფექტურად განხორციელებით, კომპანიებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ბიზნეს პარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე, გაზარდონ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების სიხშირე, გააძლიერონ თანამშრომლობა ტოპ მენეჯმენტთან და გახადონ კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტური.

სწორედ ამიტომ,  შეიქმნა ISO სტანდარტი 30414 ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება - ეს არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს თავისი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში.

ISO 30414:2018-ის პირველი და ერთადერთი აკრედიტებული აუდიტორული კომპანია მსოფლიოში, HCM Metrics არის  რომელიც სთავაზობს კომპანიებს, პრინციპებზე, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.

კარგი ამბავი ის არის, რომ კომპანია EVA, რომელიც HCM Metrics-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, 5 მაისს, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით უმასპინძლებს, HCM metrics-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ბ-ნ. დევიდ სიმმონდსს.

დევიდ სიმმონდსი, HCM Metrics-ის და HR Analytics ჯგუფის თავმჯდომარე, პირველი HR პროფესიონალია, რომელმაც მიიღო პროფესიული სერტიფიცირება ISO 30414 ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის ანგარიშგების სტანდარტის შესაბამისად.

ღონისძიებაზე, რომელსაც HR პროფესიონალებთან და ტოპ მენეჯმენტთან, ერთად დაესწრებიან კერძო და საჯარო სექტორის, ასოციაციებისა და ბიზნეს გაერთიანებების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, HCM Metrics-ის დამფუძნებელი დევიდ სიმონდსი ისაუბრებს ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ბენეფიტებზე, ISO 30414 საერთაშორისო სტანდარტზე და ანგარიშგების როლსა და გავლენაზე როგორც ბიზნესის ისე ზოგადად ეკონომიკისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებაზე.

ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების აუცილებლობაზე, კომპანია EVA-ს დამფუძნებელი სალომე არღვლიანს ვესაუბრეთ, ის აღნიშნავს  რომ, „იმის ნაცვლად, რომ ტოპ მენეჯმენტი დაეყრდნოს გამოცდილებას ან ინტუიციას, ორგანიზაციები სულ უფრო მეტად სარგებლობენ ყოვლისმომცველი ანალიზით მიღებული ძირითადი უპირატესობებით.  ყველა HR პროფესიონალს, ხშირად უჭირს დაანახოს კომპანიას მის მიერ შესრულებული სამუშაოს დამატებითი ღირებულების ფინანსური ამონაგები. შესაბამისად, ხშირად ვერ ასაბუთებს მოთხოვნილი ბიუჯეტის საჭიროებასაც. შედეგად უწევთ მწირი ფინანსებით შეასრულოთ დაგეგმილი აქტივობები ან უარი თქვათ ზოგიერთ მათგანზეც. ეს კი ცუდად აისახება არა მარტო მათი საქმიანობის ეფექტურობაზე არამედ თანამშრომელთა კმაყოფილებასა და ზოგადად კომპანიის საქმიანობაზე,  ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება კი, შესაძლებელს ხდის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ეფექტურად და ეფექტიანი შედეგით„ ამბობს სალომე არღვლიანი.

გარდა ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატისა ღონისძიების პარტნიორია Fiabci Georgia და უძრავი ქონების ჰაბი Property Georgia. ორგანიზაციის პრეზიდენტი ლიკა ქარდავა, აღნიშნავს რომ ISO 30414 - ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების (HR მეტრიკები) დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძრავი ქონების სექტორისთვის, სადაც, ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა და მიღებული შედეგის რეალური წვლილის დანახვა, დღესდღეობით არის ის კეთილდღეობა და უპირატესობა კომპანიებისთვის, რომლის მიღწევაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: