საქართველოს უძრავი ქონების სექტორი პირველად წარსდგება FIABCI World Prix d'Excellence Awards! | Property Georgia

საქართველოს უძრავი ქონების სექტორი პირველად წარსდგება FIABCI World Prix d'Excellence Awards!

Welcome to Miami!  გილოცავთ! საქართველოს უძრავი ქონების სექტორი პირველად წარსდგება სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards!

პირველად საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან, FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 ,,უძრავი ქონების ოსკარები“ -ის ეროვნულ დონეზე გამარჯვებული მდგრადი და ინოვაციური დეველოპერული პროექტები მსოფლიო დაჯილდოებაზე - FIABCI World Prix d'Excellence Awards არიან წარდგენილები და იასპარეზებენ საერთაშორისო არენაზე.

World Prix d'Excellence Awards დაგეგმილია FIABCI, The International Real Estate Federation მაიამის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, რომელიც 5-9 ივნისს ჩატარდება მაიამის რეალტორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

Property Georgia

FIABCI-ს მსოფლიო პრეზიდენტმა, სიუზან გრინფილდმა საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა ამ მოვლენის მნიშვნელობაზე:

" FIABCI World Prix d’Excellence საქართველოს სამშენებლო- დეველოპერულ სექტორს და კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, მსოფლიო დონეზე წარმოადგინონ თავისი ეკო-მეგობრული შენობები და პროექტები.

ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს გამორჩეული რეპუტაცია უძრავი ქონების სფეროში. მივყვებით ეთიკის კოდექსს და პროფესიულ ბიზნეს-პრაქტიკას, რომელსაც ჩვენი ინდუსტრია უკვე 72 წელია აღიარებს. ასეთი აღიარება ბევრს მეტყველებს ჩვენს წევრებზე, ხელმძღვანელობასა და მემკვიდრეობაზე!

FIABCI უნიკალური ორგანიზაციაა. ჩვენ ვართ ერთადერთი ფედერაცია, სადაც თავს იყრიან უძრავი ქონების ინდუსტრიის ყველა დისციპლინის, პრაქტიკისა და პროფესიის წარმომადგენლები. იცით რომელიმე სხვა ასეთი ორგანიზაცია? მე არა.

ჩვენი წევრები არიან ასოციაციები და კორპორაციები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მათ შორის დეველოპერები, არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები, სამშენებლო მასალების მომწოდებლები, ბანკირები, ინვესტორები, ფინანსური დაწესებულებები, კონსულტანტები, უძრავი ქონებისა და აქტივების მმართველები, შემფასებლები, იურისტები, ბროკერები, სამთავრობო უწყებები და ქალაქის დამგეგმავები, ასევე უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უძრავი ქონების ფაკულტეტების წევრები. FIABCI ასევე დიდი ხანია თა-ნამშრომლობს გაერთიანებული ერების ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან, სადაც ჩვენ ვასრულებთ საბინაო და მდგრადობის საკითხებზე კონსულტანტის როლს. ჩვენ ამ მისიას 1952 წლიდან ვასრულებთ.

ჩვენი წევრები ყველა ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციასთან ერთად იზიარებენ ნეთვორქინგის ერთიან პლატფორმას ‒ FIABCI-ის პლატფორმას!

აღნიშნული დაჯილდოება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის საერთაშორისო რუკაზე წარმატებით პოზიციონირებისთვის და ცნობადობის ასამაღლებლად.

ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა FIABCI-საქართველოს წარმომადგენლობის წევრობის გარეშე. ეს დიდი უპირატესობაა კომპანიებისთვის" .FIABCI, The International Real Estate Federation

 

Property Georgia

"საამაყოა, რომ უძრავი ქონების ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო დაჯილდოების FIABCI Prix d’Excellence 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი გადაიშალა, საუკეთესო დეველოპერული პროექტების ჩართულობით!

დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს"და ღონისძიების ყველა პარტნიორს ძლიერი მხარდაჭერისთვის.

უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება." აღნიშნა FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა ლიკა ქარდავამ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: