ქართული დელეგაცია მაიამიში მიმდინარე FIABCI-ის 73-ე მსოფლიო კონგრესს ესწრება | Property Georgia

ქართული დელეგაცია მაიამიში მიმდინარე FIABCI-ის 73-ე მსოფლიო კონგრესს ესწრება

მაიამიში FIABCI-ის 73-ე მსოფლიო კონგრესი ოფიციალურად გაიხსნა!

5-9 ივნისის უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებია დაგეგმილი:

MIAMI REALTORS-ის მასპინძლობით გამართული კონგრესი გახსნა ჯებ ბუშმა, კალიფორნიის შტატის 43-ე გუბერნატორმა.

propertygeorgia.ge

უძრავი ქონების 45 მსოფლიო ლიდერი ექსპერტი ექსკლუზიურად წარადგენს პრეზენტაციებს;

სპეციალური მიწვევით მაიამის ღონისძიებას საქართველოდან ესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, მისი თავმჯდომარის, ბატონი თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით. ქართულ მხარეს ასევე წარმოადგენენ წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიები;

საქართველოდან FIABCI-Georgia-ს წარადგენს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და მომავალი პრეზიდენტი, ქალბატონი ნუცა აბარამიშვილი, რომელიც ამასთან წარმოადგენს ,,შუხმან ჯგუფს“;

8 ივნისს ჩატარდება FIABCI-ის უძრავი ქონების Prix d’Excellence გალა დაჯილდოება, სადაც ქართული პროექტები წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას და იბრძოლებენ მსოფლიო გამარჯვებულის სტატუსისთვის.

საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენია ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტების ნაწილი

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: