FIABCI WORLD PRIX D'CELLENCE AWARDS - უძრავი ქონების ოსკარებს წელს პირველად შეუერთდა საქართველო | Property Georgia

FIABCI WORLD PRIX D'CELLENCE AWARDS - უძრავი ქონების ოსკარებს წელს პირველად შეუერთდა საქართველო

9 ივნისი 2023, მაიამი - უძრავი ქონების სამყარო კვლავ საუკეთესოთა შორის საუკეთესოების აღიარების მოლოდინში იმყოფება. საქართველოსა და იტალიის სახით, წელს ორი ქვეყანა პირველად უერთდება პრესტიჟულ ღონისძიებას - FIABCI World Prix d'Excellence Awards. ჩვენი ორგანიზაციის ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უძრავი ქონების ინდუსტრიის მზარდ გლობალურ გავლენას ასახავს.

FIABCI World Prix d'Excellence Awards არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც წარმოაჩენს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების, ინოვაციის, მდგრადობისა და სოციალური მნიშვნელობის განმასახიერებელ პროექტებს. იტალიისა და საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო ზრდის პროექტების მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს უძრავი ქონების  უფრო სრულყოფილ და გლობალურ შეფასებას.

მკაცრი შეფასების პროცესის ფარგლებში, საერთაშორისო ჟიური ზედმიწევნით აფასებს თითოეულ წარდგენილ პროექტს ყოვლისმომცველი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა არქიტექტურა და დიზაინი, მშენებლობა და დეველოპმენტი, გარემოზე ზემოქმედება, მდგრადობა, ფინანსები, მარკეტინგი და საზოგადოებრივი სარგებელი. თითოეულ კატეგორიას საკუთარი კრიტერიუმები გააჩნია. ამ პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულები გამოირჩევიან განსაკუთრებული ხარისხითა და უბადლო სტანდარტებით, რითიც მათ კონკურენტებს აჯობეს.

31 გაცემული ჯილდოდან 16 იყო „ოქროს ჯილდო“, 15 კი „ვერცხლის ჯილდო“. გამარჯვებულები ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვიეტნამს, ტაივანს, უნგრეთს, სინგაპურს, მალაიზიას, საქართველოს, იტალიასა და ავსტრიას წარმოადგენენ.

 

ოქროს გამარჯვებულები არიან:

 

ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართი:

SkyAwani 2 Residences (მალაიზია) 

 

მდგრადი განვითარება:

პროვინციული ტრასის N9 რეაბილიტაცია (ტაივანი) 

 

მემკვიდრეობა:

The Medelan (იტალია) 

 

სასტუმრო:

1. Prater Glacis – Superbude & Zoku (ავსტრია)

 2. Sentosa Hotels Cluster (სინგაპური) 

 

ინდუსტრიული ფართი:

Park@Senai Airport City – 1-ელი & მე-2 ფაზა (მალაიზია) 

 

გენერალური გეგმა:

1. Setia Eco Templer (მალაიზია) 

2. ქალაქი ელმინა (მალაიზია) 

 

მრავალფუნქციური კომპლექსი:

The Medelan (იტალია)

 

საოფისე ფართი:

Menara Hap Seng 3 (მალაიზია) 

 

საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა:

1895 War Memorial Park (ტაივანი)

 

მიზნობრივი :

Ca’ Tron H-Campus (იტალია) 

 

მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა:

Setia V Residences (მალაიზია) 

 

საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობა:

Jui Residences (სინგაპური) 

 

დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობა:

KIUBO First Mobile Apartments (ავსტრია) 

 

სავაჭრო ფართი:

IKEA City Center Vienna (ავსტრია) 

 

ვერცხლის გამარჯვებულები არიან:

 

მდგრადი განვითარება:

1. ხიდი atHeya (ტაივანი) 

2. HEITO1909/Pingtung County Park (ტაივანი) 

 

მემკვიდრეობა:

MNB ცენტრი & ფულის მუზეუმი (უნგრეთი) 

 

სასტუმრო:

Inn at Moonlight Beach (აშშ) 

 

ინდუსტრიული ფართი:

Hap Seng ბიზნეს-პარკი (მალაიზია) 

 

გენერალური გეგმა:

მწვანე ქალაქი ლისზე (საქართველი) 

 

საოფისე ფართი:

1. Arena Business Campus A (უნგრეთი)

2. მეამა (საქართველო) – გიორგი ხმალაძე

 

საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა:

1. HUNGEXPO Budapest (უნგრეთი)

2. საველოსიპედო ხიდები ტისას ტბაზე (უნგრეთი) 

3. აჭარაბეთ არენა (საქართველო) – აჭარის მთავრობა, CMC, ანაგი

 

მიზნობრივი მშენებლობა:

Celadon Sports & Resort Club (ვიეტნამი) 

 

მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა:

The Rainz @ Bukit Jalil (მალაიზია) 

 

საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობა:

Cantara Residences (მალაიზია) 

 

დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობა:

1. Favorite Spring (ავსტრია) 

2. Flatco Apartmenthouse (უნგრეთი) 

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველო და იტალია FIABCI World Prix d'Excellence Awards-ს პირველად შემოუერთდნენ. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო ზრდის ჩვენი პროგრამის მრავალფეროვნებას. ჩვენ ველით მათი გამორჩეული პროექტების წარდგენას მსოფლიო ასპარეზზე“, აღნიშნა FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა, სიუზან გრინფილდმა. მისივე თქმით, უძრავი ქონების სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში. გრინფილდი დარწმუნებულია, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, უძრავი ქონების სფეროს წარმატებას და განვითარებას არაფერი შეუშლის ხელს. ახალი ქვეყნების მონაწილეობა FIABCI World Prix d'Excellence Awards-ში არის ამ სფეროს გამძლეობისა და პოტენციალის დასტური. ვიმედოვნებთ, რომ ის ხელს შეუწყობს სექტორში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.

ჟორდი რიბომ მადლობა გადაუხადა კომპეტენტური ჟიურის და სამდივნოს წევრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღონისძიების სამართლიანობას და წარმატებას. „FIABCI World Prix d'Excellence Awards-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გლობალური უძრავი ქონების სფეროში. აქ გამარჯვება არის არა მხოლოდ დიდი მიღწევა, არამედ შთამაგონებელი მაგალითიც ყველასთვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტ პროექტს ვიხილავთ, რომლებიც ხელს უწყობენ ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებას, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავებას ისეთი გამოწვევებისთვის, როგორიცაა გლობალური დათბობა. რაც შეეხება დეველოპერებს, ჩვენ მოგიწოდებთ, გააგრძელოთ სტანდარტების ამაღლება და ახალი ნორმების დამკვიდრება უძრავი ქონების სფეროში“, განაცხადა რიბომ.

World Prix-ის მდივანმა იუ კი-სუმ მიულოცა ყველა მონაწილე ქვეყანას, მათ შორის ტაივანს, მალაიზიას, ინდონეზიას, გერმანიას, ფილიპინებს, ავსტრიას, უნგრეთს, სინგაპურს, აშშ-სა და ვიეტნამს. მან მადლობა გადაუხადა გამარჯვებულებს უძრავი ქონების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დააფასა მათი მისწრაფება დიზაინის, მშენებლობისა და მდგრადობის სრულყოფილებისკენ. „ჩვენ მოვუწოდებთ გამარჯვებულებს, აითვისონ და სამომავლო პროექტებში გამოიყენონ მდგრადობის, ინოვაციებისა და მედეგობის ძირითადი ტენდენციები. ეს ტენდენციები არა მხოლოდ მიმდინარე გამოწვევების გადასაჭრელად არის მნიშვნელოვანი, არამედ მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელადაც“, აღნიშნა იუ კი-სუმ.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: