თბილისში Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება | Property Georgia

თბილისში Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება

თბილისში სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება, რომელიც მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული, ლეგენდარული ამერიკული კორპორაცია Hilton Worldwide-ში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ხელმისაწვდომი ფასებით და  მაღალი ხარისხის მომსახურებით გამოირჩევა. ახალი სასტუმრო პირველ სტუმრებს უკვე წელს, ივლისიდან მიიღებს.

სასტუმროს ადგილმდებარეობა  მეტყველებს იმაზე, რომ ძველი თბილისის ისტორიული უბნის განვითარება წარმატებით გრძელდება. Hilton Garden Inn Tbilisi Riverview  მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, მისი  ფანჯრებიდან კი ქალაქის პანორამული ხედები იშლება. თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, ისტორიულ ადგილებთან და გასართობ ცენტრებთან სიახლოვე დამატებით კომფორტს შეუქმნის სტუმრებს. ნარიყალას ციხესიმაგრემდე, გოგირდის აბანოებამდე და სამების საკათედრო ტაძრამდე სულ სამიოდე კილომეტრია. ახლოსაა  ლეღვთახევის ჩანჩქერი და ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

თანამედროვე ტიპის 160-ნომრიანი სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview  თანამედროვე დიზაინით და უმაღლესი დონის მომსახურებით გამოირჩევა. რესტორანში Together & Co სტუმრებს საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან, ბარში კი გემრიელ, მრავალფეროვან სასმელებსა და  ექსკლუზიურ კოქტეილებს შესთავაზებენ მათ. Together & Co-ის თბილი, მყუდრო სივრცე Hilton Garden Inn-ის   სტილშია დაპროექტებული.

სტუმრების განკარგულებაშია ფიტნეს-ცენტრი, 24-საათიანი სასტუმროს მაღაზია, რომელიც ვიზიტორებს უმაღლესი ხარისხის გემრიელ, ჯანსაღ და ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. სასტუმროში უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi და სამრეცხაო თვითმომსახურებით.

თითოეულ ნომერში სტუმრებს დახვდებათ კომფორტული ლოგინი, ტევადი სამუშაო მაგიდა ერგონომიული სავარძლით, მინი-მაცივარი და ყველანაირი პირობა  ყავის მოსამზადებლად.

საქმიანი შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად  გამოყოფილია  სამი საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც აღჭურვილია საჭირო ტექნიკით.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview -ს გამოარჩევს განსაკუთრებული სტუმართმოყვარე, თბილი,მყუდრო გარემო, რომელსაც თითოეული სტუმარი იგრძნობს - მათ კომფორტზე სასტუმროს პროფესიონალი გუნდი იზრუნებს.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview  კეთილგანწყობილია შინაური ცხოველების მიმართ და მზადაა მიიღოს სტუმრები მათ საყვარელ თანამგზავრებთან ერთად.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview  -ის მისამართია: თბილისი, იალბუზის ქ. N17

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: