FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი | ბათუმი 2023 | Property Georgia

FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი | ბათუმი 2023

ბათუმი უძრავი ქონების სფეროში წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას უმასპინძლებს.

12 ივლისს, 11:00 საათზე  .ბათუმში, სასტუმროში „Courtyard by Marriott BatumiFIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი “Batumi Real Estate 2023” გაიხსნება.

FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები და უძრავი ქონების საერთაშორისო ოსკარების მფლობელი კომპანიები მიიღებენ.

უძრავი ქონების სფეროში წლის მასშტაბურ ღონისძიებას წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები,  არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები დაესწრებიან. ფორუმზე აჭარის რეგიონის საინვესტიციო  და ტურისტულ პოტენციალზე პანელური დისკუსიის ფორმატში, ექსპერტები ისაუბრებენ. ღონისძიების ფარგლებში B2B შხვედრები გაიმართება.

ფლორიდაში, ქ.მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ  FIABCI-ის (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია) 73-ე მსოფლიო კონგრესს, საქართველოდან დელეგაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და წევრების შემადგენლობით ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 8 ივნისს, მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი. აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა და უძრავი ქონების სექტროში უმაღლესი ჯილდო-FIABCI World Prix d’Excellence აღიარება მოიპოვა. ესენი არიან: ,,აჭარაბეთ არენა“ (ბათუმის სტადიონი)- წარმდგენები: კომპანია ,,ანაგი“ და კომპანია ,,სიემსი“, მწვანე ქალაქი ლისზე“-წარმდგენი: კომპანია ,,ლისი დეველოპმენტი“ და ,,მეამა“- წარმდგენი: არქიტექტორი, გიორგი ხმალაძე.

აღსანიშნავია, რომ ქ.მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოებაზე წელს გამარჯვებულმა პროექტებმა, პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ოქტომბერს, FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე მოიპოვეს გამარჯვება. შემდეგი, რიგით მეორე ეროვნული დაჯილდოება 2024 წელს გაიმართება. გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო უძრავი ქონების პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs