#საქსტატი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი საქართველოში | 2023 წლის III კვარტალი | Property Georgia

#საქსტატი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი საქართველოში | 2023 წლის III კვარტალი

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.

propertygeorgia.ge

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2 პროცენტი).

2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7 პროცენტით,

ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2023 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით*.

propertygeorgia.ge

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით*.

propertygeorgia.ge

2023 წლის III კვარტალი

წყარო: www.geostat.ge

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: