FIABCI-ის უძრავი ქონების 42-ე გლობალურ სამიტში მონაწილეობას FIABCI-Georgia-ს დელეგაცია მიიღებს | Property Georgia

FIABCI-ის უძრავი ქონების 42-ე გლობალურ სამიტში მონაწილეობას FIABCI-Georgia-ს დელეგაცია მიიღებს

4-6 დეკემბერს, ერ-რიადში, საუდის არაბეთში გაიმართება FIABCI-ის ლიდერების გლობალური სამიტი. ღონისძიების მოწვეული საპატიო სტუმარია ბატონი ტონი ბლერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი. სამიტს მისასალმებელი სიტყვებით გახსნიან: ბატონი აბდულა ალჰარბი-FIABCI-Saudi Arabia-ს პრეზიდენტი, ბატონი ბუდიარსა სასტრავინატა- FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, პრინცი ბანდარ ალ საუდი და პრინცი მაჯედ ალ ჰოგაილი. 

FIABCI-ის ლიდერების გლობალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ FIABCI-Georgia-ს წევრი დეველოპერული კომპანიები. ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს ეროვნული წარმომადგენლობის პრეზიდენტი, ნუცა აბარმიშვილი. 

FIABCI-ის 3-დღიანი გლობალური სამიტი დატვირთულია სფეროს ლიდერების პრეზენტაციებით უძრავ ქონებაში არსებულ სიახლეებზე, მიმდინარე ტრენდებსა და სამომავლო თანამედროვე ტექნოლოგიებზე. უძრავი ქონების პროფესიონალების ყველაზე მასშტაბური შეკრება ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება. 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs