სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" 100%-იანი ზრდა | Property Georgia

სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" 100%-იანი ზრდა

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ 2023 წელს დადებითად აფასებს. 2023 წელი ბენეფიტსისთვის გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც 100%-იანი ზრდის მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს:

2023 წელს კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ - 39 921 077 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგებთან შედარებით 100%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღნიშნული წლიური პროცენტული ზრდა ნებისმიერი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიისთვის სამაგალითო და საამაყო შედეგია. მოზიდული პრემიის ჭრილში სამედიცინო მიმართულებით დაზღვევის წილი 63%-ია, რამაც გასულ წელთან შედარებით 85%-იანი ზრდა გვაჩვენა. ხოლო არასამედიცინო მიმართულებით 2022 წელთან შედარებით ზრდის კოეფიციენტი 128%-ია.

propertygeorgia.ge

ამ შედეგების მიღწევა გასულ წელს განხორციეულებული ბევრი წარმატებული პროექტის დამსახურებაა, რომელთა შორისაც აღსანიშნავია საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის, 350 მილიონიანი სამშენებლო პროექტის დაზღვევა, სადაც სადაზღვევო პრემიამ 1 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული სადაზღვევო პაკეტი სპეციალურად შეიქმნა „შპს ორბი ჯგუფი“-სა და & „ბლოკს“-ისთვის, რომლის ფარგლებშიც დაეზღვა უპრეცედენტო სამშენებლო რისკები. ბენეფიტსის ჯანმრთელობის დაზღვევა 2023 წელს დასახელდა საქართველოში ჯანმრთელობის საუკეთესო პროდუქტად საერთაშორისო გამოცემა Global Banking and Finance Review-ს მიერ; ზრდის ტემპებიდან გამომდინარე საქართველოს მასშტაბით "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ" გახსნა კიდევ 3 ახალი ფილიალი: ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

2023 წელს მიღწეული წარმატება "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" პოლიტიკის შედეგია, რაც გულისხმობს საქართველოში საუკეთესო სადაზღვევო სერვისით მომსახურებას. აღნიშნული პოლიტიკის წარმატების დასტურია ბენეფიტსის დაზღვეულთა 97%-იანი კმაყოფილების მაჩვენებელი.

2024 წელს კომპანია უფრო მაღალ ბენჩმარქს აწესებს და წლიური ზრდის მაჩვენებლის მინიმუმ 50%-იან ზრდას გეგმავს. ახალი ინოვაციური პროდუქტებით, მომხმარებელზე მორგებული პოლისებითა და საუკეთესო სერვისით "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" მზად არის კიდევ უფრო გააფართოვოს დაზღვეული კომპანიების რიცხვი და წარმატებით იზრუნოს თითოეული დაზღვეულის ჯანმრთელობასა და სხვადასხვა რისკებზე.

წყარო: www.bm.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs