უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია VR Holding-ი FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ | Property Georgia

უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია VR Holding-ი FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ  FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების პირველ ეროვნულ გალა-ღონისძიებაზე, ჩვენმა კომპანიამ „ვიარ ჰოლდინგმა“, პროექტით „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ორ ნომინაციაში მიიღო მონაწილეობა და ორივეში გაიმარჯვა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ყველა წევრს, განსაკუთრებით ჟიურის. აღნიშნული ნომინაციები გახლდათ: დაბალსართულიანი შენობები და კურორტული დასახლება. ორ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია.

28 ოქტომბერს FIABCI-Georgia-ს მიერ გამართული დაჯილდოება და კონფერენცია დეველოპერული სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც მჭიდრო კავშირების დამყარებისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე ბაზარზე მაღალი ხარისხის მწვანე პროექტების წახალისებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ,,ვიარ ჰოლდინგის“ მამოძრავებელი ძალა ბედნიერი მობინადრეა, რომლის ყოველდღიურობის  შემადგენელი ნაწილი კომპლექსში გადმოსვლის დღიდან ხდება მწვანე, ჯანსაღი გარემო და ამავდროულად სპორტულად აქტიური ცხოვრების წესი, რასაც აკმაყოფილებს პროექტის მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა.

პროექტი “კრწანისი რესორტ რეზიდენსი” არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი დეველოპერულ ბაზარზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება მაღალი ხარისხის მქონე დეველოპერულ პროექტთან. ეს არის პროექტი, რომელიც 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შენდება და რომელიც მოიცავს რამდენიმე ფაზას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 3 საცხოვრებელი ფაზის მშენებლობა წარმატებით დავასრულეთ. ეს არის ის ტერიტორია, სადაც გაშენებულია თაუნჰაუსები, ვილები და 5-6 სართულიანი საცხოვრებლები შენობები. ტერიტორიის დარჩენილ ნაწილზე კი აქტიურად მიმდინარეობს მომდევნო ფაზების განვითარება.  მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ პროექტში არსებული თანამედროვე და ინოვაციური ინფრასტრუქტურით, როგორებიცაა ფიტნეს დარბაზები, ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის, ქვიშის ფრენბურთის, პადელის ჩოგბურთის მოედნები, მინი გოლფის მოედანი, პროექტის 70% გამწვანებული სივრცეები, საჯინიბო, 45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღების იმიტაციით, კაფეები, ამფითეატრი, ბილიარდი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, გვაქვს სახურავზე განთავსებული აუზი სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოსაწყობად. 

პროექტში დამატებით გათვალისწინებულია სკოლა, ბაღი და კომერციული სივრცე, სადაც განთავსდება ჰიპერმარკეტები, კაფე-რესტორნები, სხვადასხვა სახის მაღაზიები და სხვა მრავალი.

კომპლექსის ფარგლებში მობინადრეებს ვთავაზობთ სრულ სერვისს, რაც მოიცავს 24-საათიან დაცვას, ვიდეოკონტროლს, გამწვანებას, აუზების მოვლას, ღია და დახურული სივრცეების დასუფთავებას, კონსიერჟისა და ტექნიკური ჯგუფის მომსახურებას.

მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ მშენებლობის დასრულებამდე უკვე მოწყობილია რეკრეაციული ზონებისა და ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მობინადრე გადმოსვლის დღიდანვე შესძლებს გარე სივრცეებით სარგებლობას. მიგვაჩნია, რომ დეველოპერული სექტორისთვის თანამედროვეობის მთავარი გამოწვევა მწვანე მშენებლობაა, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის საშუალებას მისცემს. შესაბამისად, ჩვენი მისიაა შევქმნათ თანამედროვე სახლები თანამედროვე ადამიანებისთვის და მხარი დავუჭიროთ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.

ჩვენთვის საერთაშორისო დაჯილდოებაზე მონაწილეობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ სხვადასხვა ნომინაციაში. მოცემულ ნომინაციებში გამარჯვება პირდაპირ ასახავს იმ მიზანს, რომელსაც  უკვე წლებია ემსახურება “ვიარ ჰოლდინგი”. ვფიქრობთ, რომ ყველა დეველოპერული კომპანიისთვის სასიკეთოა, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ასეთი ღონისძიებები მათ საშუალებას აძლევს უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი მიზნები და სარგებელი, რომელიც მოაქვთ მაცხოვრებლებისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: