უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია CMC-ი FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ | Property Georgia

უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია CMC-ი FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ

UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი ბათუმში სიემსის ერთერთი საამაყო დასრულებული პროექტია. სტადიონის არქიტექტურა, რომელზეც ერთ-ერთმა ცნობილმა თურქულმა კომპანიამ იმუშავა, შთაგონებულია ცეკვა ხორუმის მოტივებით, მწყობრად ჩალაგებული ფასადის  ელემენტები კი მოცეკვავეთა მოძრაობას ასახავს.

ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესის მართვა სიემსის გუნდისთვის განსაკუთრებულად საამაყო იყო, რადგან ამ პროექტის რეალობად ქცევა ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ნიშნავდა. 

სიემსიმ სტადიონის პროექტს ტექნიკური ზედამხედველობა გაუწია, ასევე უზრუნველყო ყველა ეტაპის მონიტორინგი UEFA-ს  უმაღლესი დონის სტანდარტების დაცვით, რისთვისაც 2022 წელს FIABCI-ის Prix Excellence ჯილდოც მოიპოვა „საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის” ნომინაციაში. 

სტადიონი 20 516 მაყურებელზეა გათვლილი და ერთ-ერთი უახლესია ევროპის მასშტაბით. პროექტი აკმაყოფილებს უმაღლეს მოთხოვნებს მშენებლობაში, აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოებისა და საკომუნიკაციო სისტემებით, ასევე უნიკალური ინტეგრირებული ხანძრის ჩაქრობის სისტემით, რომელიც პირველად გამოიყენება საქართველოში. 

2023 წელს მაიამიში გამართულ ღონისძიებაზე სიემსის, სამშენებლო კომპანია ანაგთან ერთად,  გახდა უძრავი ქონების ოსკარებად წოდებულ FIABCI Prix d’Exellence-ის ჯილდოს მფლობელი ნომინაციაში „საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა“. ეს გამარჯვება "სიემსისთვის" და სტადიონის- "აჭარა ბეთ არენა" მშენებლობაზე მომუშავე გუნდისთვის გამოწვევებით სავსე საამაყო პროექტის განხორციელებისთვის გაწეული უდიდესი შრომის დაფასებას ნიშნავდა. 
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: