უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია Domus-ი FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ | Property Georgia

უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია Domus-ი FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ

“უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოება ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარებას. ღონისძიებაზე თავს იყრიან უძრავი ქონების სფეროს პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც შეგიძლია გააცნო საკუთარი პროექტები, ხედვები და მიიღო უკუკავშირი.

საერთაშორისო აუდიტორიაზე წვდომა ხელს უწყობს ახალი პარტნიორობების და თანამშრომლობების ჩამოყალიბებას. საშუალებას გვაძლევს  გავეცნოთ გლობალურ ტრენდებსა და ერთმანეთს გავუზიაროთ ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკები.

დომუსის ღირებულებები და მიზნები, მდგრადი განვითარება, ხარისხი და ინოვაცია, თანხვედრაშია იმ კრიტერიუმებთან, რომლითაც ფასდება ამ დაჯილდოებაზე წარმოდგენილი პროექტები. ამიტომაც გვიხარია, რომ 2022 წელს FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე ჯილდო ავიღეთ ორივე ნომინაციაში, რომელშიც წარდგენილები ვიყავით. ჩვენი პროექტი, დომუსი ვაკის პარკი, გახდა ოქროს გამარჯვებული ნომინაციაში: საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები (5-დან 17 სართულამდე) და ვერცხლის გამარჯვებული ნომინაციაში: ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები. აღსანიშნავია, რომ დომუსი ვაკის პარკი არის ეკოლოგიური არქიტექტურის პრინციპების დაცვით  შექმნილი პირველი პროექტი ადგილობრივ ბაზარზე.

ჩვენ ვაგრძელებთ კომფორტული, მდგრადი და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნას”.

 

propertygeorgia.ge

                                                                                             ნიკოლოზ ბახტაძე

                                                                             დომუს დეველოპმენტის დირექტორი

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs