უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ | Property Georgia

უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება, რომელიც 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა, კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს პირველი მასშტაბური პროექტია, რომელსაც საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ათწლეულების საქართველოს ქალაქგეგმარებით პრაქტიკაში. თანამედროვე უცხოური სტანდარტებით შემუშავებულმა ამ დოკუმენტმა, რომლის შემუშავებაშიც სითი ინსტიტუტთან ერთად, ცნობილმა გერმანულმა და ფრანგულმა ქალაქგეგმარებითმა ორგანიზაციებმაც მიიღეს მონაწილეობა, დროთა განმავლობაში ბევრჯერ დაამტკიცა თავისი მდგრადობა და თბილისის ურბანულ განვითარებაში არსებული უამრავი გამოწვევისადმი ადეკვატური, მაღალკვალიფიციური მიდგომები და სამართლიანობა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით შეთავაზებული კომპაქტური, მწვანე, კარგად შეკავშირებული და მედეგი ქალაქის კონცეფტუალური მიდგომები დღესაც მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია ქალაქისათვის, მისი ნორმალურად, სისტემურად და რაც მთავარია, მართებულად განვითარების თვალსაზრისით.

„სითი ინსტიტუტი საქართველო“-სთვის უმნიშვნელოვანესი და მეტად წარმატებული გამოდგა 2022 წელი. ვამაყობთ, რომ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის FIABCI-Georgia-ს მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ პირველ გალა-დაჯილდოებაზე Prixd’Excellence Awards,  თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის, "სითი ინსტიტუტი საქართველო", საერთაშორისო ჟიურის მიერ დასახელდა "ოქროს გამარჯვებულად" და მიენიჭა "უძრავი ქონების ოსკარი".

ამ ფაქტმა, უთუოდ დადებითად იმოქმედა მსგავსი სახის ქალაქგეგმარებითი პროექტების პოპულარიზაციაზე და ვიმედოვნებთ, რომ უკვე წლევანდელ დაჯილდოებაზე, ყველა ნომინაციაში და განსაკუთრებით, ნომინაციაში - „გენერალური გეგმა“  საკმაოდ მრავალფეროვანი  და კონკურენტუნარიანი პროექტები იქნება წარმოდგენილი, რაც ცალსახად წაადგება მდგრადი უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs