უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ | Property Georgia

უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის შესახებ

ლისი დეველოპმენტი FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 წლის გენერალური გეგმის კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორია. კომპანიამ ამ ნომინაციაში პროექტით: „მწვანე ქალაქი ლისზე“ გაიმარჯვა.

უძრავი ქონების ოსკარების დაჯილოდებაზე მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა შესაძლებელი, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ კომპანია სწორ ადგილას და სწორ საქმეს აკეთებს. ნომინაციაში გამარჯვება კი უფრო დიდ მოტივაციას იძლევა იმისთვის რომ კიდევ უფრო უკეთესად გააგრძელო შენი საქმიანობა.

ლისი დეველოპმენტი პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2010 წლიდან უძრავი ქონების ბაზარზე  მწვანე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა დაიწყო. სწორედ 80/20 პრინციპით არის კომპლექსი მწვანე ქალაქი ლისზე გაშენებული, რაც გულისხმობს ტერიტორიის 80 %-ზე გამწვანების და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას და მხოლოდ დარჩენილ 20%-ზე შენობების განლაგებას. მწვანე ქალაქი დღეს სწორი განაშენიანების წარმატებული მაგალითია, რომელიც 69 ჰექტარ მიწას მოიცავს, და უკვე 600- მდე ოჯახს აერთიანებს. ტერიტორიაზე მოწყობილია  7 პარკი, სამი საცხოვრებელი უბანი და ვილების უბანი.

მწვანე ქალაქს გამოარჩევს განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც მორგებულია ადამიანების საჭიროებებს. პროექტი ერთ სულ მოსახლეზე მოიაზრებს  70 მ2 გამწვანებას,  რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მინიმალურ სტანდარტს 7,7 ჯერ აღემატება.

მწვანე ქალაქის გენერალური გეგმის ნაწილია გამორჩეული არქიტექტურული შენობები მეორე და მესამე უბნებში, ესენია: პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი, Lisi Green Tower-ი, რომლის პროექტზე ცნობილმა ჰოლანდიურმა კომპანიამ, UNStudio-მ იმუშავა. ასევე, მწვანე ქალაქის მესამე უბანში  2024 წელს დასრულდება მსოფლიოში ცნობილი ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის ავტორობით შექმნილი ერთადერთი შენობა საქართველოში. აქტიური მშენებლობის ფაზაშია ასევე ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული კომპანიის Architects of Invention-ის პროექტი- Lisi Garden House-ი. კომპანია ასევე განაგრძობს ვილების უბნის განაშენიანებას.

წელს, ლისმა შავ ზღვაზე, ბუკნარში, ახალი საკურორტო უბნის განვითარება დაიწყო. 

კომპანიის მფლობელობაშია 9 ჰექტარი ტერიტორია. საწყის ეტაპზე, პროექტის პირველი ფაზა 5 ჰექტრის განაშენიანებას მოიაზრებს.

ბუკნარი უნიკალური ლოკაციაა ზღვასა და მთას შორის, გამორჩეული სუბტროპიკული კლიმატით, ბათუმიდან 7 წუთის სავალ გზაზე. პირველი ფაზა ითვალისწინებს 10 სართულიანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას, საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის:  შიდა საცურაო აუზი, გარე და შიდა რესტორნები, ასევე სპორტული მოედანი და მწვანე ზონები. პროექტის დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი.

ისევე როგორც ყველა პროექტში, ლისი დეველოპმენტი აქაც ერთგულია და ნერგავს მწვანე მიდგომებსა და პრინციპებს, რაც ნიშნავს დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებას, ადამიანზე მორგებული გარემოსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას. 

პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს ტიპის აპარტამენტები 35 კვ.მ. -დან  70 კვ.მ.-მდე, რომლებიც ბარდება Turn–Key კონდიციით, რაც მოიცავს სრულ რემონტს, ავეჯს, სამზარეულოსა და საჭირო აქსესუარებს.

პროექტის არქიტექტურაზე ცნობილმა ბრიტანულმა კომპანიამ, Architects of Invention იმუშავა.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs