2024 წლიდან უძრავი ქონების ოსკარების ნომინაციებზე მშენებარე პროექტებსაც ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა | Property Georgia

2024 წლიდან უძრავი ქონების ოსკარების ნომინაციებზე მშენებარე პროექტებსაც ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა

უძრავი ქონების 2024 წლის Prix d’Excellence ეროვნულ დაჯილდოებაში პროექტების მიღება ახალი წესით მოხდება. FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დეველოპერულ პროექტებზე არსებული სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე და შესაბამისი სამშენებლო კალენდრის მიხედვით, პროექტი ეროვნულ დაჯილდოებაზე წარსადგენად  ვალიდური იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამუშაოების 30%-ზე მეტი გაწეულია. გამარჯვების შემთხვევაში, პროექტის წარდგენა მსოფლიო დაჯილდოებაზე-FIABCI Prix d’Excellence Awards აღნიშნული მისი ექსპლუატაციაში მიღებიდან 7 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

,,FIABCI-Georgia-ს ინიციატივით და გადაწყვეტილებით შეიცვალა ეროვნულ დაჯილდოებაში პროექტების მონაწილეობის წესები. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ საქართველოსთვის, რომელიც პატარა ქვეყანაა და შესაბამისად, დასრულებული პროექტების რაოდენობა შედარებით მცირეა, საჭირო იყო მასშტაბის გაზრდა. განახლებული პირობებით კი, FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოებაში მონაწილეობა შეეძლებათ როგორც დასრულებულ, ასევე მიმდინარე პროექტებს. ეს, თავის მხრივ დაეხმარება და ხელს შეუწყობს დეველოპერებს შეიქმნას შესაძლებლობები პროექტების მიმდინარეობის პერიოდში მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები შემდგომი განვითარებისთვის. მეორეს მხრივ, დაჯილდოებაში მონაწილეობა და უკეთეს შემთხვევაში გამარჯვება, პროექტების ირგვლივ ცნობიერებას გაზრდის საერთაშორისო დონეზე,“ განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უძრავი ქონების მსოფლიო ოსკარების, FIABCI Prix d' Excellence Awards-ის შესარჩევი ეროვნული დაჯილდოება წელს საქართველოში მეორედ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდება.

,,ჩვენი დაჯილდოების მიზანია მშენებლობაში მდგრადი მიდგომების წახალისება და შესაბამისად, ხარისხის სტანდარტების ამაღლება. რაც უფრო მეტი კომპანია იქნება  დაჯილდოების პლატფორმის ნაწილი, მით უფრო მეტი პრეცედენტი შეიქმნება ამ მიზნისკენ სწრაფვის. აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნული დაჯილდოება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა უძრავი ქონების სფეროში. FIABCI-Prix d’Excellence Awards ცნობადია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და ეფუძნება უმაღლესი კვალიფიკაციის ჟიურის მიერ შეფასებას. ეს კი, თავის მხრივ, უპრეცენდენტო შანსია ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის გაზარდონ ცნობადობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, მოიზიდონ პოტენციური ინვესტორების და ბროკერების ინტერესი და გააუმჯობესონ კომერციული შედეგები,” აღნიშნა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia-ს თანა-დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ პროექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ მონაწილე კომპანიებს 7-წლიანი პერიოდი აქვთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე განაცხადის წარსადგენად.

FIABCI-Georgia-ს თანა-დამფუძნებლის, ქეთი ტაბატაძის თქმით, ეროვნულ დონეზე რჩეულ პროექტებს წელსაც ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ,,პროექტების გამარჯვებისთვის დაწესებული მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები, ახალისებს და გარკვეულწილად განაპირობებს სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების დაინტერესებას განავითარონ მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი პროექტები.“   

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით, პროექტების  ეროვნული გალა-დაჯილდოება Prix d’ Excellence - უძრავი ქონების ოსკარები პირველად 2022 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა.

ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებმა კომპანიებმა მონაწილეობა  მიიღეს საერთაშორისო დაჯილდოებაში FIABCI Prix d'Excellence Awards, რომელიც აშშ-ის ქალაქ MIAMI-ში გაიმართა.

FIABCI World Prix d’ Excellence Awards 2023-ის გამარჯვებული კატეგორიაში ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა“  ,,აჭარაბეთ არენა“ (ბათუმის სტადიონი) გახდა.  ,,ინოვაციური საოფისე შენობის“  კატეგორიაში გამარჯვებულის ჯილდო გადაეცა ,,მეამას“. ხოლო, კატეგორიაში ,,გენერალური გეგმა“ გამარჯვებულად ,,მწვანე ქალაქი ლისზე“ გამოცხადდა.

FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის ღონისძიების მიზანია საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზოციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs