სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ" Block Group-ის მორიგი მასშტაბური საერთაშორისო პროექტის სასტუმრო Radisson-ის სამშენებლო რისკები დააზღვია, რომლის სადაზღვევო თანხა 18 მლნ დოლარს შეადგენს.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson თბილისის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე, ალექსანდრეს პარკთან შენდება, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლენდ მარკი შეემატება.
სასტუმრო სკანდინავიურ დიზაინში გადაწყვეტილ სხვადასხვა კატეგორიის 170 ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს რუფტოპზე მოეწყობა თბილისში პირველი, ღია ინფინიტი აუზი, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი გადაიშლება. პროექტი ასევე მოიცავს სპა-ცენტრს, მაღალი კლასის რესტორნებს, საკონფერენციო დარბაზებსა და კაზინოს.
სამშენებლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეიქმნება 250 ახალი სამუშაო ადგილი.
გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას Block Group-თვის სპეციალურად შექმნილი სადაზღვევო პოლისი საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტოდ მსხვილი სამშენებლო რისკების დაზღვევას მოიცავს. სადაზღვევო რისკის მოცულობა აღნიშნული პროექტის შემთხვევაში 18 მლნ დოლარია. დაზღვეულია მშენებლობის პროცესის სრული ციკლი ყველა დამდგარი რისკისგან, რომელიც მოიაზრებს როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდგომ არსებული ხარვეზების გამოვლენას და მის ანაზღაურებას მშენებლობის დასრულებიდან შემდგომი 2 წლის განმავლობაში.
სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს ისეთ რისკებს, როგორიცაა:
- სამშენებლო-სარემონტო რისკების დაზღვევა
- მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა
- მშენებლობის პროცესში კერძო ან სახელმწიფო ქონების დაზიანება
- სამშენებლო მოედანზე არსებული ტექნიკა
- ჯანმრთელობა და სხვა
- თანამშრომელების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა.
Block Group მმართველი პარტნიორის, თორნიკე ჯანაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს. ჯგუფის მფლობელობაშია საერთაშორისო ქსელის სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi, რომელიც 2022 წელს გაიხსნა და ბაზარზე მალევე მოიპოვა პოპულარობა.
Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული და საუკეთესო დიზაინ სასტუმროს სტატუსის მფლობელია.
Block Group "ორბი ჯგუფთან" ერთად გრანდიოზულ პროექტს - Central Park Towers ახორციელებს, რომელიც ყაზბეგის გამზირზე შენდება და მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს. მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს გახსნა. მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო. ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი. კომპლექსში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით. Central Park Towers-ში თავმოყრილი იქნება Fine Dining-ის პრემიუმ რესტორნები. თაუერის ბოლო სართულზე განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები. აღსანიშნავია, რომ პროექტის სამშენებლო რისკები გასულ წელს "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ" დააზღვია და სადაზღვევო ჯამურმა პრემიამ 1 მლნ ლარი შეადგინა.
"გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" - 2017 წლიდან წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონების და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და დღეს 45 000-მდე კმაყოფილ მომხმარებელს უწევს მომსახურებას.
ბენეფიტსის უნიკალური სადაზღვევო პოლისის გადამზღვევლები მსოფლიოში წამყვანი სადაზღვევო კომპანიები არიან, მათ შორის სადაზღვევო ბაზარზე ტოპ რეიტინგის მქონე კომპანიები, როგორიცაა Swiss re, Hanover re, polish re.
,,ბენეფიტს გლობალ ჯორჯია"- დაზღვევა საზღვრებს გარეშე
ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას N 5
+995 322 50 00 01
[email protected]
https://www.benefits.ge
წყარო: www.entrepreneur.com