FIABCI-ის Prix d’ Excellence ეროვნული დაჯილდოება საქართველოში 12 ოქტომბერს ჩატარდება. უძრავი ქონების საუკეთესო პროექტების გამოვლენის გალა ცერემონიალი ქალაქ ბათუმში გაიმართება!
აღსანიშნავია, რომ FIABCI-Georgia-ს რიგით მეორე Prix d’ Excellence დაჯილდოებამ უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია. ამ დროისთვის რეგისტრაცია დასრულებულია. მიღებული პროექტები შესაფასებლად უძრავი ქონების ექსპერტებისგან შემდგარ საერთაშორისო ჟიურის გადაეცა. ახლა რიგი მათზეა, თუ რომელ პროექტებს გამოარჩევენ უძრავი ქონების პროფესიონალები. თუმცა, მოსალოდნელი წარმატება 12 ოქტომბრით არ სრულდება. FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოების ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროექტები საქართველოს სახელით მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინონ და მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება!
ღონისძიებას ბათუმში დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული FIABCI-ის მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრები, უძრავი ქონების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მასპინძელი აჭარის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლობა და ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორი.
გალა დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით და Property Georgia-ს თანაორგანიზებით, გაიმართება რიგით მეორე, უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი, "შენება მდგრადი მომავლისთვის". განხილულ იქნება საქართველოს რეგიონების მაგალითები, მათ შორის წარმოდგენილი იქნება აჭარის უძრავი ქონების და ტურიზმის საინვესტიციო მიმართულებები.
FIABCI-Georgia Prix d’ Excellence დაჯილდოების მხარდამჭერები არიან:
აჭარის მთავრობა-გენერალური მხარდამჭერი;
,,საქართველოს ბანკი“-ვერცხლის სპონსორი;
Property Georgia-თანაორგანიზატორი;
,,სილქ როუდ ჯგუფი“-სპონსორი;
,,სოლვიტი“- ტექნიკური მხარდამჭერი.
ცნობისთვის, FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოება პირველად საქართველოში 2022 წლის ოქტომბერში თბილისში ჩატარდა. ღონისძიებას სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ: ქალბატონი სიუზან გრინფილდი- FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, ბატონი ბუდიარსა სასტრავინატა-იმ დროისთვის FIABCI-ის მომავალი პრეზიდენტი, ასევე ორგანიზაციის სამდივნოს და დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები.
FIABCI-Georgia-ს სახელით, მადლობას ვუხდით ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის! წარმატებებს ვუსურვებთ 2024 წლის დაჯილდოების მონაწილეებს! Save The Date – 12 ოქტომბერი!