FIABCI-Georgia ,,ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“ დაჯილდოვდა | Property Georgia

FIABCI-Georgia ,,ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“ დაჯილდოვდა

გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" უძრავი ქონების სექტორის 10 წარმომადგენელი "ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის" სიმბოლური პრიზით - აგურით დააჯილდოვა. მათ შორისაა FIABCI-Georgia, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოში 2019 წელს Property Georgia-ს ინიციატივით დაარსდა. აღნიშნული ჯილდო ასოაციაციას საქართველოს უძრავი ქონების ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის გადაეცა. გადაცემისგან დაჯილდოებულ კომპანიებს შორის ასევე არიან FIABCI-Georgia-ს წევრები: "ალიანს ჯგუფი," CMC,  ,,არქი" და ,,სითი ინსტიტუტი”.

სამშენებლო & დეველოპერული სექტორები - ტენდენციები, გამოწვევები" - ამ სახელწოდებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" BMG-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტთან" პარტნიორობით კონფერენცია 27 სექტემბერს გამართა.

ღონისძიების პირველი ნაწილი მთავარი პარტნიორის, “თიბისი კაპიტალის” პრეზენტაციას დაეთმო. კომპანიამ სტუმრებს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარუდგინა და იმ პოტენციალზე ისაუბრა რაც სექტორს გააჩნია. 

კვლევის შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეობას ბაზრის ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები იღებდნენ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: