მემორანდუმი ხაზს უსვამს მხარეებს შორის მზაობას წაახალისონ საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის მოსწავლეები და კიდევ უფრო მეტად გაუღვივონ ინტერესი საინჟინრო სფეროს მიმართ.
ახალგაზრდა კადრების პროფესიონალებად ჩამოყალიბება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საინჟინრო სექტორისთვის, ამიტომაც კომპანია ბაუმერი თავისი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებითა და სტაჟირების პროგრამით ხელს შეუწყობს სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა აქციონ პრაქტიკულ უნარებად.
შეგახსენებთ რომ კომპანია ბაუმერი 2013 წელს ახალგაზრდა და ენერგიული გუნდის მიერ შეიქმნა. გუნდი დაკომპლექტებულია ექსპერტული ცოდნის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან; მთავარ საქმიანობას კი ბაზარზე MEP სისტემების მიმართულებით, სრული სერვისის მიწოდება წარმოადგენს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ბაუმერი წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც MEP მასალების იმპორტს/რეალიზაციას, პროექტირებას, მონტაჟს და ექსპლუატაციის შემდგომ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
კომპანია ბაუმერს, 10 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს სხვადასხვა სირთულის 170-ზე მეტი პროექტი და 100-ზე მეტი კმაყოფილი, ერთგული მომხმარებელი ჰყავს.