საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 8 841 სამშენებლო ნებართვა გაიცა | Property Georgia

საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 8 841 სამშენებლო ნებართვა გაიცა

2024 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 597 ობიექტი იქნა მიღებული, რაც 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობია.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37.2% მოდის თბილისზე, 13.4%- კახეთის რეგიონზე, 13.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8% - იმერეთის რეგიონზე. ექსპლუატაციაში ყველაზე ნაკლები, 0.8% რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიიღეს.

ცნობისთვის, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 სამშენებლო ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6%-ით მეტი).

წყარო : bm.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: