ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ 2025 წელს VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის შესახებ | Property Georgia

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ 2025 წელს VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის შესახებ

რეგიონის ყველაზე მასშტაბურ და მულტიფუნქციურ საინვესტიციო რეზორტს - VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph წარმოადგენს. დივერსიფიცირებული საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნისა და ქვეყნის უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის სექტორების განვითარების მიზნით, VR Holding-მა უძრავი ქონების ინდუსტრიას შესთავაზა, საერთაშორისო პრაქტიკის ინოვაციური კომპლექსი VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600,000,000$-ს აღემატება.  

პროექტი იქნება საქართველოში პირველი ერთ ზოლზე  განვითარებული 6 ფაზიანი რეზორტი, რომელსაც ექნება უნიკალური კონცეფცია და მრავალფეროვანი კომპონენტებისგან შემდგარი ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობასა და მის მუდმივ, ოთხსეზონურ დატვირთულობას. პროექტმა 2024 წელს International Property Awards-ის ნომინაციაში Mixed Use Development-ი გაიმარჯვა,  ეს გამარჯვება კი კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს პროექტის ხედვას, მიზანსა და ხარისხს.

თუ 2025 წლისთვის ეძებთ ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ჩვენ გთავაზობთ ინფორმაცის, რაც უნდა იცოდეთ VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph შესახებ, ასევე VR Holding-ის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროექტზე 31 იანვრის ჩათვლით ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება. 

1. რა ხდის VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ს უნიკალურს?

მომავლის პროექტი - ასე უწოდებენ VR Shekvetili Forest〜Beach | By Paragraph-ს, რომელიც ცხოვრების ახალ სტილს, გარემოსა და ეკოსისტემას აერთიანებს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე მასშტაბური 40 ჰექტარ მიწის ფართობსა და 1200 მეტრიან დაცულ ქვიშის სანაპიროზე მოლივლივე რეზორტი, უნიკალური 4-ვე სეზონის ინფრასტრუქტურით. პროექტი გახდება ახალი მიზიდულობის ადგილი შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც გექნება მეტი დრო ცხოვრებისთვის, დასვენებისთვის, განვითარებისთვის და სტაბილური ინვესტირებისათვის. 

პროექტი გააერთიანებს 5* ვარსკვლავიან ბრენდულ აპარტამენტებს, აპარტ-სასტუმროებს, სხვადასხვა ტიპის ვილებს, ბიზნეს აპარტამენტებს, უნიკალურ გასართობსა და 4-ვე სეზონის დასასვენებელ ინფრასტრუქტურას, სადაც ამავდროულად სრულიად შენარჩუნებული იქნებოდა ლოკაციის ბუნებრივი, ავთენტური მახასიათებლები და იქნებოდა მწვანე არქიტექტურის სრულიად ახლებური გამოცდილება.

პროექტში აპარტამენტების არჩევანი 40 კვადრატული მეტრიდან იწყება და ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. პროექტის დასრულების შემდეგ ფასი 30%-35%-ით გაიზრდება. 

www.propertygeorgia.ge

2. სად მდებარეობს პროექტი და რით არის ის განსაკუთრებული?

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph მდებარეობს შეკვეთილში სასტუმრო „პარაგრაფის“ მომიჯნავედ, ეს არის ადგილი რომელიც მუდმივად იქნება ადამიანებისთვის შთაგონების წყარო, უნიკალური ზღვისპირეთი, ქვიშიანი სანაპირო, სადაც არ არის დიდი ტალღები და ძლიერი, ასევე სანაპიროზე შესაძლებელია ბევრი ნიჟარის პოვნა. სანაპიროს გასწვრივ არის ფიჭვნარი, რაც ჰაერს განსაკუთრებულ სურნელს სძენს.

ლოკაცია იდეალური ადგილია მრავალი სახის ფლორისა და ფაუნასთვის. შეკვეთილის მთავარი მახასიათებელი შავი მაგნიტური ქვიშაა, რომლის შეფერილობა განპირობებულია მასში მაგნეტიტის არსებობით. ასეთ ადგილას დასვენება სასურველი იქნება მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. კურორტი შეკვეთილი განსაკუთრებულად კარგია ბავშვებისთვისაც. ასევე შეკვეთილის ლოკაცია იდეალურია მათთვის ვინც დაიღალა ბათუმის ყოველდღიური საცობებით და ეძებს მშვიდ, წყნარ ადგილს, რომელიც ამავდროულად ახლოს იქნება ტურისტულ ლოკაციებთან:

  • Black Sea Arena – 1.8 კმ,
  • დენდროლოგიური პარკი – 2.8 კმ,
  • გასართობი პარკი ციცინათელა – 5 კმ,
  • მუსიკალური პარკი – 1.7 კმ,
  • მინიატურების პარკი – 5.6 კმ,
  • ქობულეთის ცენტრი – 16 კმ,
  • ბათუმის ცენტრი – 50 კმ,
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 54 კმ,
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 77 კმ.

3. რა არის VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის მთავარი კომპონენტები: 

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის პროექტზე მუშაობის დროს არქიტექტორებს უნდოდათ, რომ შეექმნათ ადგილი, სადაც მომხმარებელი შეძლებდა მიეღო ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში, ამიტომაც პროექტი ითვალისწინებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას - 1200 მეტრიანი დაცული ქვიშის სანაპირო ზოლს, 1200 მეტრიან ველო და საფეხმავლო ბილიკს, სპორტულ დარბაზებსა და კონდიცირებად სივრცეებს, პროექტში სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული რესტორნები და კომერციული სივრცეები.

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph, ასევე მუშაობს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს იახტკლუბის განაშენიანება, რომელიც არა მხოლოდ სარელაქსაციო, არამედ გადაადგილების ფუნქციასაც შეასრულებს. 

პროექტის პირველი ფაზა მოიცავს:

  • 5 ვარსკვლავიან აპარტამენტებს,
  • 1200 მეტრიან დაცულ, კეთილმოწყობილ, საკუთარ სანაპიროს,
  • 80 მეტრიან აუზს, საიდანაც იშლება ხედები შავ ზღვაზე,
  • კონდიცირებად მოსასვენებელ სივრცეებს აუზთან,
  • ბავშვთა აუზსა და გასართობ სივრცეებს, 
  • სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, 
  • ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს 1000 კვ.მ. ფართობზე,
  • 1200 მეტრიან ველო და საფეხმავლო ბილიკს, 
  • სპორტულ მოედნებსა და სპორტულ დარბაზებს, 
  • გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს,
  • კაზინოს,
  • ამფითეატრს,
  • საერთო სამუშაო სივრცეებსა და საკონფერენციო სივრცეს, 
  • აკვაპარაკს,
  • სავაჭრო ცენტრსა და კომერციულ ფართებს.

 

პროექტში შეძლებთ ისარგებლოთ სერვისებით, რომლებიც საინვესტიციო თვალსაზრისით პროექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას განაპირობებს: 

  • 24 საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურეობა,
  • დახურული საპარკინგო სივრცე და ვალეტ-პარკინგი,
  • ტექნიკური უზრუნველყოფა,
  • კარზე მომსახურების სერვისი,
  • სამრეცხაო სერვისი და ტრანსპორტირება,
  • დასუფთავებისა და გაქირავების სერვისი,
  • ჭკვიანი სახლის ფუნქციები, რომელთა მართვა შესაძლებელია დისტანციურად.

სასტუმროს ექნება ღონისძიებების სივრცეები და შეხვედრების ოთახები, რომლებიც შესაფერისია კონფერენციებისთვის, ქორწილებისა და სხვა განსაკუთრებული შეხვედრებისთვის.

www.propertygeorgia.ge

4. გამოიყენება თუ არა მშენებლობაში ეკოლოგიურად სუფთა მასალები ან განახლებადი ენერგიის წყაროები?

VR Holding-ს აქვს ვალდებულება მუდმივად აკონტროლოს მშენებლობის ხარისხი, კომპანია ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით, რომლის მოთხოვნის საფუძველზე ეკოლოგია მათთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს და ისინი მშენებლობის ყველა ეტაპზე პროექტის დაწყებამდე შეისწავლიან არსებულ ტერიტორიას, მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ გამწვანება და გამოიყენონ ბუნებრივი, ენერგო-ეფექტური მასალები. 

პროექტი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა ელექტრომობილებისათვის და ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარება, სივრცეების სწორად გადანაწილებას, მანძილებს შენობებს შორის და შიდა ინფრასტრუქტურას, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ველო და გოლფის მანქანებით, ეკომეგობრული ტრანსპორტით.

პროექტში, ასევე დაცული იქნება ლოკაციის ბუნებრივი მახასიათებლები და 100% იქნება შენარჩუნებული არსებული ფიჭვნარი/ტყე-პარკები.

www.propertygeorgia.ge

5. როგორია პროექტის საინვესტიციო შესაძლებლობები და რა არის დასრულების ვადები ?

შეკვეთილის გამაჯანსაღებელი პოტენციალი და ბუნებრივი, სამკურნალო მახასიათებელი - VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph საინვესტიციო მნიშვნელობას, მკვეთრად განაპირობებენ. კომპლექსის მდებარეობის უნიკალური მიკროკლიმატი და უიშვიათესი სახეობის ფიჭვნარი, რომელიც სანაპირო ზოლზეა გაშენებული, იდეალურ დასასვენებელ და გამაჯანსაღებელ პირობებს ქმნიან სტუმრებისათვის, ასევე პროექტის უნიკალური ინფრასტრუქტურა და სერვისები განაპირობებს მას, როგორც მიმზიდველ საინვესტიციო პროდუქტს. 

გარდა ამისა, პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სამიზნე აუდიტორიას მყიდველუნარიანი ინვესტორები და ტურისტები წარმოადგენენ, რომლებიც უპირატესობას სწორედ ასეთი კონცეფციის მრავალფეროვან კომპლექსებს ანიჭებენ.

პროექტი 6 ფაზისგან შედგება, რომლის დასრულების თარიღი: 2034 წელია, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი ფაზის მშენებლობა, რომელიც 2026 წლის აგვისტოში დასრულდება. 

-------------------------------

უძრავი ქონების პრემიუმ ლოკაცია - სანაპიროს პირველი ზოლითა  და უნიკალური კონცეფციით  -  VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ი უალტერნატივო კომპლექსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 599 26 11 11 ან ეწვიეთ მითითებულ საიტს: www.vrshekvetili.com

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: