მიუხედავად იმისა, რომ ყველა წელი მნიშვნელოვანი და წარმატებულია ჩვენთვის, 2024 წელი VR Holding-ისთვის ერთ-ერთი გამორჩეული წელი გახლდათ. 2024 წელს VR Holding-მა განაგრძო ძლიერი მუშაობის დემონსტრირება და შეინარჩუნა თავისი რეპუტაცია, როგორც ერთ-ერთი ლიდერი უძრავი ქონების სექტორში. უფრო დიდ სურათს რომ შევხედოთ, VR Holding 2010 წლიდან მუდმივად აღწევს შესანიშნავ შედეგებს და არც 2024 იყო გამონაკლისი. კომპანიას ჰქონდა მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმები წლის დასაწყისში და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გეგმების დაახლოებით 97% წარმატებით განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის უნარს შეასრულოს მის მიერ გაცემული დაპირებები.
2023 წლის ბოლოს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მიმდინარე პროექტის, VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph -ის გაყიდვები. ამ ახალმა პროექტმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო და მრავალი მყიდველი მოიზიდა უკვე 2024 წელს, ყოველივე ზემოთ ხსენებულმა კი დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და ბაზარზე პოზიციის გამყარებაში. VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ი, არის პროექტი, რომელიც 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ, სანაპიროს პირველ ზოლში აშენდება. ამ პროექტმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში ასევე საზღვრებს გარეთ. პროექტი ინოვაციურია, მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები, საკუთარი სანაპირო ზოლი, კაფე-რესტორნები და ა.შ. პროექტი არ იქნება მხოლოდ სეზონური, მას ექნება დატვირთვა წლის ნებისმიერ სეზონზე, ამ პროექტში განვითარდება ბალნეოლოგიური და ასევე გასართობი მიმართულებები, ექნება საკუთარი იახტ კლუბი. ჩვენი ხარისხის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ ვქმნით „community“-ს, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოცემული და მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა რომ ტერიტორიიდან გაუსვლელად აკეთონ ყველაფერი ის, რაც მათ სურთ.
გარდა მიმდინარე პროექტებისა, VR Holding-მა ასევე გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი VR Vake Sky Tower-ის გამოტანით, ახალი პროექტი, რომლის გაყიდვები უნდა დაიწყოს 2025 წლის ზაფხულში. VR Vake Sky Tower-ისადმი ინტერესი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რადგან ვხედავთ, რომ პროექტისადმი მოთხოვნა დიდია, იმის მიუხედავად, რომ გაყიდვები ჯერ დაწყებული არ არის უკვე გვაქვს საკმაოდ ვრცელი მომლოდინეთა სია, რომელთაც სურთ პირველმა შეიძინონ აპარტამენტი საქართველოს ყველაზე მაღალ ცათამბრჯენში. ინტერესი, ასევე აღენიშნება, საერთაშორისო, საინვესტიციო, ქვეყნებიდანაც, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია: ზარებს უკვე ვიღებთ მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, გაერთიანებული ემირატებიდან, ესპანეთიდან და ამერიკიდან.
პროექტის უპირატესობებებზეც, რომ ვილაპარაკოთ გარდა იმისა, რომ VR Vake Sky Tower-ი უნიკალური ინფრასტრუქტურული კომპონენტებისგან შედგება შენობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული განმასხვავებელი ღირებულება მისი ფასადის კომპოზიციური და სტრუქტურული გადაწყვეტაა, ორმაგი ვენტილირებადი ფასადის გამოყენება, საქართველოს მასშტაბით ინოვაციური სვლაა და გვიხარია, რომ ამ პროექტით ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს #1 საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ევროპულ სამშენებლო მასალებს ასევე რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცათამბრჯენის ბოლო სართულზე, რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზე (230 მეტრზე) განთავსდება ინფინიტი აუზი, საიდანაც გადაიშლება ულამაზესი პანორამული ხედები.
იქედან გამომდინარე, რომ პროექტი მდებარეობს დედაქალაქის ყველაზე სტრატეგიულ და პრემიუმ ლოკაციაზე (ჭავჭავაძის #49 ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილი) VR Vake Sky Tower ინვესტორებისათვის უალტერნატივო კომპლექსად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც სტრატეგიული ლოკაციით, უნიკალური ინფრასტრუქტურითა და დანიშნულებით გახდება ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრი, შექმნის ათეულობით სამუშაო ადგილს, მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებსა და შეიტანს მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას ქვეყნის ეკონომიკაში.
ვფიქრობთ, რომ დღეს ბაზარზე VR Holding-ის ხელწერა ძალიან უნიკალური, განსხვავებული და კონკურენტუნარიანია. ყოველივე ზემოთ მოხსენიებული აჩვენებს კომპანიის ერთგულებას უწყვეტი ზრდისა და ინოვაციებისადმი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას.
2025 წელს ძალიან ბევრ საინტერესო ამბავსა და განხორციელებულ გეგმებს გპირდებით, ჩვენი კომპანია ვითარდება და იზრდება, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა ჩვენთვის. ვფიქრობთ, VR Holding გააგრძელებს თავის წარმატების გზაზე სიარულს, რადგან თითოეულ პროექტში მაქსიმალური ენერგია და ყურადღება იქნება ჩვენს მიერ ჩადებული, როგორც ყოველთვის.
VR Holding ნელ-ნელა უკვე ემზადება მომავალი წლისთვის, რათა გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს, გვაქვს დიდი მოლოდინები, რომ 2025 წელი უკეთესი იქნება.