თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.2%-ით გაიზარდა | Property Georgia

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.2%-ით გაიზარდა

2024 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები განაგრძობს ზრდას. წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.4 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 54.3 პროცენტით არის გაზრდილი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.

pg.ge

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.

pg.ge

pg.ge
 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2024 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით*.

pg.ge

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით*.

pg.ge

წყარო: www.geostat.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: