პირველად საქართველოში, დეველოპერული კომპანია VR Holding-ის ინიციატივით, ამოქმედდა უნიკალური - 10 წლიანი განვადების სისტემა, რომელიც შეეხება მის პროექტებს VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-სა და VR Krtsanisi Resort Residence-ს.
VR Holding - ის მიერ დანერგილი გადახდის ახალი სისტემა გაგიმარტივებთ აპარტამენტების შეძენის პროცესს:
- მხოლოდ 15%-იანი თანამონაწილეობით შეძლებთ გრძელვადიანი 10 წლიანი განვადებით შეიძინოთ ბინა,
- არ გჭირდებათ შემოსავლის დადასტურება,
- არ იხდით დამატებით საკომისიოსა და დაზღვევის თანხებს,
- რაც ყველაზე მთავარია ბინის ღირებულება საბანკო სესხის პირობებთან შედარებით 10%-ით დაბალია.
დაარსების დღიდან VR HOLDING-ი ქმნის ინოვაციურ დეველოპერულ პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე, ინტერიერი, ფუნქციონალურობა, ინფრასტრუქტურა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი VR HOLDING -ის პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დღეს უკვე, მომხმარებლებს აქვთ უნიკალური შანსი შეიძინონ აპარტამენტი 10 წლიანი განვადებით VR Krtsanisi Resort Residence-ში 50 000$-დან, თვეში მხოლოდ 550$-დან. VR Krtsanisi Resort Residence პირველი რეზორტული ტიპის კომპლექსია საქართველოში. მოცემული კომპლექსი აერთიანებს უამრავი სახის ინფრასტრუქტურას, როგორებიცაა სხვადასხვა სახის რეკრეაციული ზონები, სპორტული მოედნები, პადელი, ღია და დახურული აუზები, სატრენაჟორო დარბაზები, რესტორნები, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, საუნები, ამფითეატრი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში არის ისეთი სახის ინფრასტრუქტურა გათვალისწინებული, რომელსაც მაცხოვრებელი სხვაგან ვერსად შეხვდება, მაგალითად ინოვაციური ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით. გარდა ინოვაციური ინფრასტრუქტურისა, უამრავი უპირატესობა აქვს მოცემულ პროექტს, თუნდაც მისი დაბალგანაშენიანება, ხარისხიანი მასალები, ყველა ის სერვისი რასაც მაცხოვრებლებს სთავაზობს. კომპლექსში ბინები 20 კვ.მ-დან იწყება და ბარდება - მწვანე კარკასით.
გარდა ამისა, უნიკალურმა საინვესტიციო პროექტმა VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-მა სულ ახლახანს დაანონსა ახალი პროდუქტი, რომელიც გაძლევთ უნიკალურ შანსს გახდეთ პრემიუმ კლასის აპარტამენტის მფლობელი: 60,000$-დან, 10-წლიანი განვადებით, თვეში მხოლოდ 600$-დან. აღნიშნული აპარტამენტები იდეალურად არის მორგებული, როგორც საცხოვრებელ, ასევე საინვესტიციო პირობებზე.
პროექტი VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph გაშენდება 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ, სანაპიროს პირველ ზოლში. პროექტი ინოვაციურია, მასში გათვალისწინებულია სხვადასვხა სახის ინფრასტრუქტურა: რეკრაციული ზონები, 1200-მეტრიანი საკუთარი, კეთილმოწყობილი და დაცული სანაპირო ზოლი, 80-მეტრიანი ინფინიტი აუზი, საიდანაც იშლება პანორამული ხედები შავ ზღვაზე, კონდიცირებადი მოსასვენებელი სივრცეები, ღია და დახურული აუზები, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, 1200-მეტრიანი ველო და საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედნები, კაფე-რესტორნები. პროექტი არ იქნება სეზონური, მას ექნება დატვირთვა წლის ნებისმიერ სეზონზე, ამ პროექტში განვითარდება ბალნეოლოგიური და ასევე გასართობი მიმართულებები, ექნება საკუთარი იახტ კლუბი.
პროექტში აპარტამენტები 29 კვ.მ-დან იწყება და მომხმარებლებს აქვთ საშუალება ჩაბარების კონდიცია თავად აირჩიონ: აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ან აპარტამენტები თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს მათ, ვისაც სურთ გახდნენ უნიკალური პროექტის ინვესტორები.
გაიმარტივეთ შეძენის პროცესი და გახდით პრემიუმ კლასის აპარტამენტის მფლობელი მოქნილი და გრძელვადიანი გადახდის სისტემით, რომელიც შეესაბამება თქვენს ფინანსურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
VR Holding- გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი ჩვენთან ერთად!