ისტორიულ თბილისში ახალი უბნის მშენებლობა 2 წლის წინ დავიწყეთ, მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა გარემო, რომელიც იქნებოდა მწვანე, ჯანსაღი და მრავალფუნქციური, თუმცა ამ პროცესებში არ დავივიწყებდით მთავარს, შეგვენარჩუნებინა ისტორიული, ავთენტური გარემო, რაც ამ უბანს და ძველ თბილისს აქვს და ხშირად იკარგება ხოლმე.
სწორედ ამ პათოსით გადაწყდა, დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე აქცენტის გაკეთება და მნიშვნელოვანი ყურადღების დათმობა მწვანე სივრცეებისთვის. ეს იყო იდეა, რომელიც მგონია, რომ გამოვიდა. ჩუღურეთის რაიონში შეიქმნა ახალი უბანი, რომელსაც გარდენ ჰილსის სახელით უკვე ბევრი იცნობს და სადაც ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. პროექტს კომპანია ალფა ფროფერთი ახორციელებს.
ახლა რაც შეეხება თავად პროექტის უპირატესობებს, რომელიც უბანს როგორც საცხოვრებლად ისე საინვესტიციოდ მნიშვნელოვან აქტივად აქცევს.
დაბალი ინტენსივობის განაშენიანება
კომპლექსის ტერიტორიაზე 7 საცხოვრებელი და 1 კომერციული ბლოკი განთავსდა, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს 300 აპარტამენტს და კომერციულ ფართებს. როგორც მანამდე ვთქვი აქცენტი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე გაკეთდა, შესაბამისად, გარდენ ჰილსში ყველა ბლოკი 5 სართულიანია. აპარტამენტებიდან კი ძველ თბილისზე პანორამული ხედები იშლება.
რეკრეაცია და მწვანე სივრცეები
ახალი უბანი 30 000 კვ.მ ტერიტორიაზე გაშენდა და მნიშვნელოვანი ნაწილი რეკრეაციას დაეთმო. ეზოში 4 სეზონზე გათვლილი ხე-მცენარეები დაირგო. ადგილზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, სადაც დღის განმავლობაში ჩვენს მობინადრეებს განტვირთვა შეეძლებათ.
ჯანსაღი გარემო
ახალ უბანში, რომელიც ძველ თბილისში შენდება მოეწყობა როგორც ჩოგბურთის სათამაშო კორტი, ისე სპორტული მოედანი, სადაც სპორტის მოყვარულები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ. გარდენ ჰილსში იქნება ველობილიკიც და შესაბამისი სივრცეები მწვანე ტრანსპორტის პარკინგისთვის.
მოწესრიგებული ავტოსადგომები
პარკინგი თბილისში რომ პრობლემაა ამას ყველანი ჩვენს თავზე ვცდით განსაკუთრებით მაშინ როცა დაღლილები სამსახურიდან ვბრუნდებით. ჩვენს უბანში გათვალისწინებულია როგორც მიწისზედა ისე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა. მობინადრეების კომფორტისთვის თითოეულ საცხოვრებელ შენობას იზოლირებული მიწისქვეშა პარკინგი ექნება. ჯამში კი კომპლექსი 160 საპარკინგე სივრცეს გააერთიანებს.
საბავშვო არეალები
გარდენ ჰილსის დაპროექტებისას ვიფიქრეთ ბავშვებზეც. ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედანი მოეწყობა, რომელიც ყველა იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რაც ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
ჩვენი უბნის დამატებითი უპირატესობაა საბავშვო ბაღი, რომელიც კომპლექსის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს. ეს დამეთანხმებით კომპლექსს უფრო მეტად მიმზიდველს ხდის მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვისაც.
უსაფრთხოება 24/7
უსაფრთხოებაზეც ნაფიქრი გვაქვს. Garden Hills-ის ეზო სრულად იზოლირებულია და მობინადრეების უსაფრთხოებისთვის კომპლექსის ტერიტორიაზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს დაცვა, ასევე მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი.
კომერციული ფართები
ახალ უბანში, რომელიც ჩვენი ხელწერით ძველ თბილისში შეიქმნება, ერთ სივრცეში არაერთი კომერციული დანიშნულების ობიექტი განთავსდება. კომპლექსში სუპერმარკეტი, კაფე და აფთიაქი იფუნქციონირებს, რაც Garden Hills-ის მაცხოვრებელს საჭირო სერვისებსა თუ მომსახურებაზე წვდომას ერთ სივრცეში აძლევს.
საინვესტიციო მიმზიდველობა
Garden Hills ჩუღურეთში მდებარეობს, რომელიც თბილისის ისტორიული უბანია. ბოლო სტატისტიკით ეს უბანი უძრავი ქონების ღირებულებით დედაქალაქის ტოპ უბნებს შორისაა. Galt&Taggart-ის 2024 წლის შეჯამებით, ფასის მხრივ მთაწმინდას და ვაკეს ჩუღურეთი მოსდევს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, Garden Hills საინვესტიციოდაც მიმზიდველია. ამას ემატება ტურისტული ობიექტების სიახლოვეც, რისი გათვალისწინებითაც კომპლექსში ბინის შეძენა და მისი გაქირავებიდან მზარდი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
გადახდის პირობები
ჩვენი შეთავაზების ფარგლებში ახალ უბანში, რომელიც ძველ თბილისში შენდება, ბინის შეძენა წინასწარი შენატანის გარეშე, შიდა 0%-იანი განვადებით არის შესაძლებელი. ბინის მფლობელი აპარტამენტის ღირებულების 20%-ს ფარავს უპროცენტო შიდა განვადებით მშენებლობის დასრულებამდე, დანარჩენს კი დასრულების შემდეგ.
ასევე თუ ბინას Garden Hills-ში შეიძენთ, ჩვენი პარტნიორი ბანკის სესხით ან ერთიანი გადახდით, ჩვენგან 10%-იან განვადებას მიიღებთ. სააღდგომოთაც ბევრი კარგი პირობა გვაქვს.
დაგვიმეზობლდი, ერთად დავწეროთ ძველი თბილისის ახალი უბნის ისტორია.