„დრიმლენდ ოაზისი“ უნიკალური საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრში, ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაშია გაშენებული.
კომპლექსი აერთიანებს თანამედროვე ტიპის სრულად აღჭურვილ აპარტამენტებს, გამწვანებულ გარემოს და დახვეწილ ინფრასტრუქტურას – ყველაფერს, რაც ოჯახური, კომფორტული და მაღალი ხარისხის ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
სრულად მოწყობილი აპარტამენტები
„დრიმლენდ ოაზისში“ წარმოდგენილია სტუდიოს ტიპის, ერთ-, ორ- და სამსაძინებლიანი აპარტამენტები, რომლებიც სრულად გარემონტებული, ავეჯით, ტექნიკითა და ინტერიერის აქსესუარებით აღჭურვილი ბარდება.
აპარტამენტების ინტერიერიდან იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები ზღვაზე, მთებზე, ევკალიპტების ტყესა და ბათუმზე. პირველ სართულზე განთავსებულ საცხოვრებლებს კი საკუთარი ეზო მოჰყვებათ.
მშენებლობის მასშტაბი, ფასები და ფართობები
ამ დროისთვის კომპლექსი აერთიანებს 1325 აპარტამენტს და 50-ზე მეტ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს. აქედან, 810 აპარტამენტი უკვე დასრულებულია, 515 – მშენებლობის პროცესშია. დასრულებული ბინების 90% უკვე გაყიდულია. აქტიურად მიმდინარეობს მე-12 ბლოკის გაყიდვები, რომელიც 2026 წელს ჩაბარდება.
2024 წლის ბოლოს დაიწყო მეთხუთმეტე, საბოლოო ბლოკის გაყიდვა, რომლის დასრულება 2028 წელს იგეგმება. მეთხუთმეტე ბლოკზე მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება 40 თვემდე, მინიმუმ 20%-იანი პირველადი შენატანით.
აპარტამენტების ღირებულება იწყება 2200 აშშ დოლარიდან კვ.მ-ზე. მინიმალური ფართობია 30 კვ.მ, მაქსიმალური კი-140 კვ.მ.
იდეალური მდებარეობა და ყველაზე მწვანე ზღვისპირა პროექტი
„დრიმლენდ ოაზისი“ რეგიონში ყველაზე მწვანე კომპლექსად მიიჩნევა – ტერიტორიის 70% გამწვანებულია დეკორატიული მცენარეებით. კომპლექსი განთავსებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 1 კმ-ში, მტირალას ეროვნული პარკის სიახლოვეს, ბათუმიდან სულ 15 წუთის გზაზე.
მომავალი გეგმები
მალე კომპლექსს დაემატება საქართველოში უნიკალური სპა ცენტრი, რომელიც გააერთიანებს სპა მომსახურების ყველა მოდელს. ასევე დაგეგმილია ზღვაში ღია აუზის მშენებლობა.
„დრიმლენდ ოაზისი“ – ეს არის ადგილი, სადაც ბუნება, კომფორტი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში ერთიანდება. პროექტის სრული დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.
https://dreamlandoasis.ge/ka-ge/
https://www.instagram.com/dreamlandoasischakvi/