ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი 18 წელზე მეტია ქმნის მაღალი ხარისხის, საინვესტიციოდ მიმზიდველ პროექტებს. კომპანიას უზარმაზარი წვლილი შეაქვს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის ფორმირებასა და განვითარებაში. არქი აერთიანებს 50-ზე მეტ დასრულებულ და 30-ზე მეტ მიმდინარე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეტიც, 2023 წელს კომპანია გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მაიამიში, აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. არქის პროექტები მდებარეობს თბილისის თითქმის ყველა უბანში, ბათუმში, სიონში, ბაკურიანსა და რუსთავში.
კომპანიის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთ გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობა, როგორიცაა Le Meridien by Marriot და Ramada Encore by Wyndham. ამ პარტნიორობის ფარგლებში, უძრავი ქონების ინვესტიციით დაინტერესებული ადამიანებისთვის არქი აშენებს სტაბილურ, უსაფრთხო და მაღალი შემოსავლის მომტან აპარტოტელებს, რომლებიც ბინის მფლობელებსა თუ სტუმრებს სთავაზობს 5 ვარსკვლავიან მომსახურებას საქართველოს საუკეთესო კურორტებზე.
Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi
პრემიუმ კლასის კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება არქის პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდ Le Meridien by Marriot-თან და აერთიანებს ხუთ აპარტოტელს, რომელიც ლუქს, არტ და მოდერნ სტუდიოს კატეგორიის აპარტამენტებისგან შედგება. უნიკალური 5 ვარსკვლავიანი დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს სიონის ტბასთან სიმშვიდეში, ბუნებრივად მწვანე და ჯანსაღ გარემოში, თბილისიდან მხოლოდ 1 საათის სავალზე.
აპარტამენტის შეძენა Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს პრემიუმ კლასის კომპლექსში არის უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მაღალ შემოსავლიანი ინვესტიცია. გარდა მიმზიდველი მდებარეობისა, რომელიც სიონის ტბის სიმწვანეშია ჩაფლული, კომპლექსის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და კომფორტული აპარტამენტები დამსვენებლების ყველანაირ ინტერესს ერგება.
კომპლექსის სრულყოფილ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია: ღია და დახურული აუზები, ზამთრის სეზონისთვის განსაზღვრული ღია ცხელი აუზები, აკვაპარკი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი, 550 ადამიანზე გათვლილი წვეულების სივრცე, საკონფერენციო ოთახები და ტერასა, 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები. ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე, ზამთრის ბაღი, ვერტმფრენის მოედანი, 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველო ბილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.
Archi Ramada Batumi
პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური აპარტოტელი ბათუმში შენდება არქისა და საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის - Ramada by Wyndham-ის პარტნიორობით. ელიტარული კომპლექსი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე, შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს. 33 სართულიანი დახვეწილი არქიტექტურის მქონე აპარტოტელიდან შთამბეჭდავი ზღვის და ქალაქის პანორამული ხედები იშლება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აპარტოტელ Archi Ramada ბათუმში აპარტამენტის შეძენა ნიშნავს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ინვესტიციას. Ramada-ს საერთაშორისო ბრენდის მომსახურების ხარისხი, კომპლექსის მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა და ტურისტულად მიმზიდველი ლოკაცია ყველა პირობას ქმნის საუკეთესო ინვესტიციისთვის და გარანტირებულად მაღალი შემოსავლის მიღებისთვის.
კომპლექსის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აერთიანებს ყველაფერს სრულყოფილი დასვენებისა და გართობისთვის, მათ შორისაა: საცურაო აუზი, სპა, სამორინე, რესტორანი, ბარი, ლაუნჯი, საბავშვო სივრცე, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზი. რა თქმა უნდა, დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სასტუმროს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერვისიც.
ინვესტირება არქის ელიტარულ აპარტოტელებში წარმოადგენს გარანტირებულ და გრძელვადიან შემოსავლის წყაროს, რადგან უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადასტურებულად საშუალოდ 45%-ით იზრდება, ინვესტიციის უკუგება (ROI) 10.8%-ს აღწევს, ხოლო აპარტოტელების გაქირავებით მიღებული შემოსავალი 10.4%-ს შეადგენს — რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია გლობალურ ბაზარზე.