FMG SOFT – დეველოპერული კომპანიების გაციფრულების ლიდერი კომპანია საქართველოში | Property Georgia

FMG SOFT – დეველოპერული კომპანიების გაციფრულების ლიდერი კომპანია საქართველოში

15 წელზე მეტია, რაც FMG SOFT ეხმარება კომპანიებს გაციფრულებაში. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ 5000-ზე მეტი დამკვეთი გააციფრულა, რომლებსაც 7 საერთაშორისო პარტნიორის საშუალებით, უნიკალურ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამულ გადაწყვეტებს თავაზობს.

კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი გადაწყვეტები ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას, ეფექტურობის გაზრდას და მომხმარებლებთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლებას. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აღრიცხვიანობას, შესყიდვების თუ გაყიდვების პროცესის მართვას, დამკვეთთან ურთიერთობას, შიდა კომუნიკაციასა და ანგარიშგებას, შედეგად კომპანიები იღებენ სრულ კონტროლს თავიანთ საქმიანობაზე.

Odoo-ს ქართული, ლოკალიზებული ვერსია - ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტა

2024 წელს FMG SOFT გახდა Odoo-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და უკვე პირველივე წელს მიაღწია ოქროს პარტნიორის სტატუსს, რაც ხაზს უსვამს კომპანიის პროფესიონალიზმსა და ტექნიკურ პოტენციალს.

ამ დროის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით განახორციელა 20-მდე პროექტი სხვადასხვა სფეროში: წარმოება, გაყიდვები, ფარმაცია, მომსახურება, მშენებლობა და სხვა.

კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი იყო Odoo-ს სრულად ლოკალიზება ქართულ ბაზარზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ინტერფეისის თარგმნას, არამედ მის შესაბამისობას საბუღალტრო სტანდარტებთან, საგადასახადო კანონმდებლობასთან და ადგილობრივ საბანკო სისტემებთან. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი, რომ ადგილობრივმა მომხმარებლებმა პროგრამასთან მუშაობა უკეთესად, მარტივად და მაღალი ეფექტიანობით შეძლონ. 



FMG Community App - ახალი შესაძლებლობა მობინადრეების მართვაში

propertygeorgia.ge
 

FMG SOFT-მა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დეველოპერული კომპანიების გაციფრულებაში. მათ შორის, ინტეგრირებული CRM სისტემების, გაყიდვების ავტომატიზაციის და ქონების მართვის მოდულების განვითარებით, რაც უადვილებთ კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობას და ზრდის მათ პროდუქტიულობას.  


უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, კომპანია აქტიურად მუშაობს უძრავი ქონების სექტორის მსხვილ, ისევე, როგორც საშუალო ზომის კომპანიებთან და მათ ახალ აპლიკაციას - FMG Community-ს თავაზობს. 

წელს, FMG SOFT-ს ახალი შეთავაზება აქვსმსხვილი და საშუალო დეველოპერული კომპანიებისთვის. კომპანიამ სამეზობლოების ციფრული მართვის აპლიკაცია განავითარა, რაც გულისხმობს ფართების, ბინის მობინადრეების, თანხების და საერთო ინფორმაციის მართვას, თანამედროვე პლატფორმის მეშვეობით. სისტემა სრულად ავტომატიზებულია და შეესაბამება, როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე შერეული ტიპის ობიექტების მართვის სტანდარტებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წლებია ვმუშაობთ სხვადასხვა ზომის დეველოპერულ კომპანიებთან, კარგად გვესმის მათი ბიზნეს პროცესები, თუ უნიკალური საჭიროებები. Odoo-ს პლატფორმაზე შექმნილი ახალი აპლიკაცია, ზუსტად ამ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. Odoo ხელმისაწვდომია როგორც ვებ პლატფორმა, ასევე Desktop და მობილური აპლიკაციები, რაც საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან.“ დავით ჩაჩხუნაშვილი, BPM მიმართულების ხელმძღვანელი, FMG SOFT

Easy CRM - აპლიკაცია მცირე და საშუალო დეველოპერული კომპანიებისთვის

propertygeorgia.ge

ასევე, 2025 წლის სიახლეა, Easy CRM აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად მორგებულია მცირე და საშუალო დეველოპერული კომპანიების საჭიროებებზე. აპლიკაცია ძალიან სწრაფად და მარტივად ინერგება და აერთიანებს გაყიდვების, ობიექტების, კლიენტებისა და ხელშეკრულებების მართვას ერთ მარტივ ინტერფეისში, რომელიც აერთიანებს ლიდების და კლიენტების ერთიან ბაზას, ბინების/პარკინგების სამართავ მოდულს, ავტომატური შეტყობინებებს, მობილურ და ვებ ვერსიას. 


სამომავლო გეგმები

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, FMG SOFT-ის გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიის კონსულტანტებმა, დეველოპერებმა და პროექტის მენეჯერებმა ერთობლივად განავითარეს ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ბიზნესის სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციისთვის მზად არის.

„ჩვენი კამპანია - „#გაციფრულდი“, არის ერთგვარი მოწოდება სხვადასხვა ბიზნესისთვის, გადადგან ნაბიჯი ტექნოლოგიური განვითარებისკენ. მონაცემები აღარ არის უბრალოდ რესურსი, ის ბიზნესის სტრატეგიის საფუძველია. შეუძლებელია საქმიანობის ეფექტურად წარმართვა, თუ მონაცემებზე და პროცესებზე ლაივ რეჟიმში არ მიგიწვდება ხელი. მითუმეტეს, რომ თანამედროვე გარემო, გვაძლევს მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას, ბიზნესის ბუნების, თუ ზომის გათვალისწინებით.“ დავით ჩაჩხუნაშვილი. 

„ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა Odoo-სთან და მოვახდინოთ AI ტექნოლოგიების ინტეგრაციას Odoo სისტემაში. ვგეგმავთ, შევქმნათ Odoo Lab, ცოცხალი დემოს სივრცე, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად გაეცნონ სისტემას. ასევე, გვინდა განვავითაროთ Odoo აკადემია, სასწავლო პლატფორმა, სადაც ახალი თაობის დეველოპერებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკული მუშაობის შედეგად დახვეწონ თავიანთი უნარები.“ დავით ჩაჩხუნაშვილი. 

მომავალ წელს, კომპანია გეგმავს ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას და სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის სპეციფიკური მოდულების შეთავაზებას. ისევე, როგორც, რეგიონული ბაზრის ათვისებას და სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას. 

შემოგვიერთდით 21 ივნისს, უძრავი ქონების ღონისძიებაში – PROPERTY EXCLUSIVE 2025 Batumi, რომელიც გაიმართება 21 ივნისს Courtyard by Marriott-ის სასტუმროში და მიიღეთ ექსკლუზიური შეთავაზება ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით, რომელიც დაგეხმარებათ: საქმიანობის ეფექტურად მართვაში, გაყიდვების პროცესების დახვეწაში, მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში და ბიზნესის რეალურ დროში ანალიზში. 



propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs