ახალი უბანი ძველ თბილისში | “არსენალი რეზიდენსი” | Property Georgia

ახალი უბანი ძველ თბილისში | “არსენალი რეზიდენსი”

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ უბანში, ავლაბარში, არსენალის მთაზე ახალი უბანი - „არსენალი რეზიდენსი“ შენდება. ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი, ეს არის ახალი მიდგომა, რომელიც ძველი თბილისის სტილსა და თანამედროვეობას აერთიანებს. პროექტის მთავარი იდეა არის ქალაქში ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ცხოვრების თანამედროვე ხარისხი და ძველთბილისური გარემო სრულ ჰარმონიაშია.

www.propertygeorgia.ge

“არსენალი რეზიდენსი” ავლაბრის ამ ნაწილში, პირველი მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტია, რაც სამომავლოდ განაპირობებს ამ ადგილზე უძრავი ქონების ფასის ზრდის ტენდენციას. პროექტი იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. დღეს, “არსენალი რეზიდენსში” უძრავი ქონების შეძენა არა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ გარემოში ინვესტირებას ნიშნავს, არამედ მთლიანი უბნის განვითარების პროცესში ჩართვას - უბნის, რომელიც თბილისის პრესტიჟულ საცხოვრებელ სივრცედ ფორმირდება.

“არსენალი რეზიდენსი” მაცხოვრებლებისთვის ხარისხიანი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. პროექტის არქიტექტურა ითვალისწინებს ძველი თბილისის ესთეტიკას და ამავდროულად ცხოვრების მონატრებულ სტილს გთავაზობთ - აქ მეზობლობა საერთო სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აქტიურ ურთიერთობებს ნიშნავს. მაცხოვრებლების და სტუმრების ავტომობილებისთვის - 500 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგია გათვალისწინებული, რაც თავისთავად ნიშნავს მანქანებისგან თავისუფალ და  დაცულ ეზოს, მეტი გამწვანებით და მოსასვენებელი სივრცით.

www.propertygeorgia.ge

“არსენალი რეზიდენსი” მოიცავს 170-მეტრიან ბულვარს, 6800 კვ.მ მწვანე ზონას, ბავშვთა გასართობ და სპორტული სივრცეებს. აქვე დაგხვდებათ აუზი, სპა და ფიტნესი, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე, რესტორანი, ლაუნჯი, აფთიაქი, სუპერმარკეტი, ბანკი და ა.შ.. 

“არსენალი რეზიდენსის” - პარტნიორი “ბაზის ბანკია”, რომელიც გადახდის მოქნილ პირობებს გთავაზობთ. ბინის შეძენა შეგიძლიათ როგორც უკვე დასრულებულ, ისე მშენებარე ბლოკებში. შეძენის პროცესი კი თავისმხრივ ძალიან მარტივი, გამჭვირვალე და მოსახერხებელია.
პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კომპანიის ვებ-გვერდზე www.ar.ge  ნახავთ, ან დაუკავშირდით „არსენალი რეზიდენსის“ გაყიდვების სამსახურს:  2 50 22 11

Viber | WhatsApp +995 500 50 22 33 / +995 500 50 22 11

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs