
Pontus Rotana 2025 - ნდობის ზრდისა და მასშტაბური ნაბიჯების წელი
2025 წელი ჩვენთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გარემოება, რომ პონტუსისადმი ნდობა და საქართველოსადმი ინვესტიციური ინტერესი მზარდია, ეს ყოველივე კი მხოლოდ სიტყვიერად როდი ხდება, არამედ კონკრეტული ციფრებითა და ქმედებებით.
წელს ჩვენ უკე მეორედ შევხვდით ინვესტორებს. თუ 2024 წელს ღონისძიებას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, 2025-ში სტუმართა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ეს კი მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რადგან ამით იზრდება არა მხოლოდ ინვესტორების რაოდენობა, არამედ მათი ინტერესი, ჩართულობაც და პროექტის განვითარებაზე ერთობლივი მუშაობა.
ჩვენ ვაგრძელებთ Pontus Rotana-ს წინსვლაზე ზრუნვას, საქართველოში პირველ სასტუმროზე, რომელიც იმართება საერთაშორისო, პრემიუმ კლასის ბრენდ Rotana-ს მიერ, რომელსაც მსოფლიოში 100-ზე მეტი ობიექტი აქვს. პროექტი ხორციელდება ზღვასთან პირველ ხაზზე, გონიოში, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კურორტულ ადგილას.
Pontus Rotana გახდება ახალი საინვესტიციო მოდელის ბრწყინვალე, ჰარმონიული მაგალითი, რომელიც გააერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებს, გამჭვირვალე მმართველობას და ინვესტორებისთვის პასიური შემოსავალის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე არ შევჩერდებით.
2026 წელს ვგეგმავთ ახალი, მასშტაბური პროექტების წარდგენას, როგორც მთიან კურორტებში, ისე ზღვისპირა რეგიონებში. მათ შორის იქნება მსოფლიოში პირველი სათხილამურო სასტუმრო “Rotana”-ს ბრენდის ქვეშ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში განვავითაროთ საერთაშორისო ტურისტული ინფრასტრუქტურა, დავამკვიდროთ ხარისხისა და ნდობის სტანდარტები და შევთავაზოთ უნიკალური, ღირებული პროდუქტები დაინტერესებულებს.
