15 წელზე მეტია, რაც FMG SOFT ეხმარება კომპანიებს გაციფრულებაში. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ 5000-ზე მეტი დამკვეთი გააციფრულა, რომლებსაც 7 საერთაშორისო პარტნიორის საშუალებით, უნიკალურ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამულ გადაწყვეტებს თავაზობს.
კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი გადაწყვეტები ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას, ეფექტურობის გაზრდას და მომხმარებლებთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლებას. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აღრიცხვიანობას, შესყიდვების თუ გაყიდვების პროცესის მართვას, დამკვეთთან ურთიერთობას, შიდა კომუნიკაციასა და ანგარიშგებას, შედეგად კომპანიები იღებენ სრულ კონტროლს თავიანთ საქმიანობაზე.
FMG SOFT-მა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დეველოპერული კომპანიების გაციფრულებაში. მათ შორის, ინტეგრირებული CRM სისტემების, გაყიდვების ავტომატიზაციის და ქონების და ფინანსური მართვის მოდულების განვითარებით, რაც უადვილებთ კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობას და ზრდის მათ პროდუქტიულობას.
წელს, FMG SOFT-ს ახალი შეთავაზება აქვს მსხვილი და საშუალო დეველოპერული კომპანიებისთვის. კომპანიამ სამეზობლოების ციფრული მართვის მობილური აპლიკაცია განავითარა, რაც გულისხმობს უძრავი ქონების, მობინადრეების, ფინანსური სახსრების და საერთო ინფორმაციის მართვას თანამედროვე პლატფორმის მეშვეობით. სისტემა სრულად ავტომატიზებულია და შეესაბამება, როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე შერეული ტიპის ობიექტების მართვის სტანდარტებს.
“დღეს, როდესაც უძრავი ქონების სექტორი სულ უფრო დიდი ტემპით ვითარდება, დეველოპერული კომპანიები გამოწვევის წინაშე არიან, რომ მობინადრეებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის მომსახურება, გამართული კომუნიკაცია და გამჭვირვალე პროცესები. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შევქმენით ბინათმესაკუთრეთა მართვის ერთიანი პლატფორმა FMG ბინადარი, რომელიც სრულად ციფრულ გარემოში აერთიანებს დეველოპერისა და მობინადრის ინტერესებს.”
ახალი პლატფორმა არის თანამედროვე HOA–ს (Homeowner Association) სტანდარტებზე მორგებული გადაწყვეტა, რომელიც გათვლილია როგორც მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, ისე მცირე პროექტებზე. ეს არის სისტემა, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია: კომუნიკაცია, ბილინგი, ტექნიკური მომსახურება, სიახლეები, დოკუმენტაცია, ღონისძიებები და შეთავაზებები.
ჭკვიანი შენობებისთვის — ჭკვიანი მართვა

FMG ბინადარი - პლატფორმა შექმნილია პრინციპით: „მობინადრეზე ორიენტირებული ერთიანი მრავალფუნქციური გარემო“.






