Dreamland Oasis-ი Megacampus Summit Dubai 2026 პარტნიორია | Property Georgia

Dreamland Oasis-ი Megacampus Summit Dubai 2026 პარტნიორია

2026 წლის 6 და 7 მარტს, დუბაი უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ბიზნეს და საგანმანათლებლო ღონისძიებას — Megacampus Summit-ს. ეს გლობალური სამიტი აერთიანებს 13,000-ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის მეწარმეებს, ლიდერებს, შემოქმედებსა და ინოვატორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება ცნობილია თავისი შთამაგონებელი ატმოსფეროთი, ძლიერი ნეთვორქინგის შესაძლებლობებით და ლიდერობაზე, პიროვნულ განვითარებასა და მომავლის ხედვებზე ორიენტირებული თემებით. 

Megacampus Summit Dubai 2026 გაიმართება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ქალაქში. დუბაი სიმბოლოა ინოვაციის, ამბიციისა და გლობალური თანამშრომლობის, რაც მას იდეალურ ლოკაციად აქცევს ასეთი მასშტაბური ღონისძიებისთვის. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები მოისმენენ მსოფლიო დონის სპიკერებს და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც რეალურ ცხოვრებასა და ბიზნესში გამოადგებათ.

სამიტის გამორჩეული სპიკერები არიან: ლეგენდარული რეჟისორი ჯეიმს კამერონი, ავტორი და სტრატეგიის ექსპერტი რობერტ გრინი, მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში მაგნუს კარლსენი, ასევე ვიმ ჰოფი, რომელიც ცნობილია გონებრივი სიმტკიცის, ჯანმრთელობისა და გამძლეობის მიმართულებით. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ, თუმცა ყველას აერთიანებს ძლიერი ხედვა, დისციპლინა და წარმატების გამოცდილება.

როგორც ნინო ბუჟგულაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი უძრავი ქონების მიმართულებით აღნიშნავს: „განსაკუთრებული სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ, რომ Dreamland Oasis Chakvi — პირველი ველნეს დეველოპერული პროექტი საქართველოში — იქნება ამ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი პროექტისთვის, არამედ საქართველოს უძრავი ქონების გლობალურ დონეზე წარმოჩენისთვის.“

პარტნიორობის ფარგლებში Dreamland Oasis-ს ექნება საკუთარი სტენდი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალო კომუნიკაციაში შევიდნენ ჩვენს გუნდთან, გაეცნონ პროექტს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება Dreamland Oasis-ის ვიდეოპრეზენტაცია, რომელიც ნათლად აჩვენებს ჩვენს ველნეს კონცეფციას, ცხოვრების სტილსა და სამომავლო ხედვას.

Megacampus Summit Dubai 2026-ში მონაწილეობა Dreamland Oasis-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის ღირსეულად წარდგეს მსოფლიო ასპარეზზე.

More About the Apartments at Dreamland Oasis: https://dreamlandoasis.ge/

Access full summit information and secure your ticket: https://www.bs-dubai.com/megacampus_summit2026/eng?utm_source=instagram&utm_medium=organic&utm_campaign=47&fbclid=IwY2xjawPaz-VleHRuA2FlbQIxMABicmlkETFodVVwbmtJMWtxZVRLYjdzc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHkrZ8IDU68k9LB9V-uaivvHp-oCTDl7YLeFxfnengIHCtGOGdRXuoSjEjSQi_aem_PlyzfUmhFEhoqG27Ie4Nng


 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs