Dreamland Oasis Chakvi - ველნეს მიმართულების პირველი დეველოპერი საქართველოში | Property Georgia

Dreamland Oasis Chakvi - ველნეს მიმართულების პირველი დეველოპერი საქართველოში

ბოლო წლებში მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება არის ველნეს უძრავი ქონება — პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამწვანებულ გარემოზე და ცხოვრების ხარისხზე. თანამედროვე მყიდველისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აპარტამენტი, არამედ სივრცე, სადაც შესაძლებელია სუფთა ჰაერზე ცხოვრება, ბუნებასთან სიახლოვე, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკურ და ემოციურ განტვირთვას. სწორედ ამიტომ ველნეს კონცეფციის პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამწვანებას, რეკრეაციულ ზონებს, სპორტულ და დასასვენებელ სივრცეებს, სპა და ჯანმრთელობის მიმართულებას — აღნიშნავს Dreamland Oasis Chakvi-ის უძრავი ქონების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ბუჟგულაშვილი.

ველნეს მიმართულების პირველი დეველოპერი საქართველოში არის Dreamland Oasis Chakvi — სასტუმრო-საცხოვრებელი რეზორტი შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 15 წუთის მოშორებით სადაც ველნეს კონცეფცია არ განისაზღვრება მხოლოდ სპა ცენტრით, არამედ მთლიანად პროექტის დაგეგმარებით. კომპლექსის ტერიტორიის 70% ეთმობა გამწვანებას, ბაღებსა და რეკრეაციულ სივრცეებს, რაც რეზიდენტებს და დამსვენებლებს აძლევს შესაძლებლობას იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ყოველდღიურად ჰქონდეთ ბუნებაში განტვირთვის შესაძლებლობა.

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მასშტაბური ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს — დაცული სანაპირო ზოლი, აუზები, აკვაპარკი, სპორტული მოედნები, რესტორნები, გასართობი სივრცეები, დაცული ტერიტორია და მოქმედი სასტუმრო სისტემა. 

ამასთან ერთად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საქართველოში ყველაზე დიდი სპა და ველნეს ცენტრის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ კომპლექსი სრულად ოთხსეზონიანი გახდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ველნეს მიმართულებას.

ბუნება, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული გარემო და უკვე ჩამოყალიბებული კომპლექსი — არის მიზეზი, რის გამოც ველნეს უძრავი ქონება დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სტაბილურ საინვესტიციო მიმართულებად ითვლება, ხოლო Dreamland Oasis Chakvi ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია საქართველოში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs