ბლოქსი - თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს ახალი სტანდარტი თბილისში | Property Georgia

ბლოქსი - თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს ახალი სტანდარტი თბილისში

უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც კონკურენცია მუდმივად იზრდება, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დეველოპერული კომპანია ბლოქსი - ბრენდი, რომელიც მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების შექმნით არ შემოიფარგლება, არამედ ცდილობს ცხოვრების ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.

“ბლოქსი” დაარსდა 2016 წელს თბილისში და მისი მთავარი მიზანია თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი პროექტების განვითარება. კომპანიის ხედვა თავიდანვე მკაფიო იყო - შეექმნა ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომელიც პასუხობს თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს და ამავდროულად ჰარმონიაშია ბუნებასთან. 

მისი პროექტები მხოლოდ შენობებს არ წარმოადგენს - ისინი ქმნიან სრულყოფილ საცხოვრებელ ეკოსისტემას. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პროექტების განთავსება ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თუმცა ურბანულ ინფრასტრუქტურასთან ბალანსის შენარჩუნებით. 

ამ მიდგომით, კომპანია ცდილობს, მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ ბინა, არამედ სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხოება და რეკრეაცია ერთიანდება.

“ბლოქსი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მშენებლობის ხარისხს. პროექტები ხორციელდება თანამედროვე სამშენებლო მასალებით და სრულ შესაბამისობაშია უსაფრთხოების სტანდარტებთან. კომპანიის მიზანია, შექმნას საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც აკმაყოფილებს ევროპული ხარისხის მოთხოვნებს და ამავდროულად მორგებულია თითოეული მობინადრის ინტერესებზე.

კომპანია მუდმივად მუშაობს როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების გაუმჯობესებაზე - დაწყებული პროექტირებიდან, დასრულებული გადახდის მოქნილი პირობებით.

დღეს “ბლოქსი” აქტიურად ავითარებს რამდენიმე მასშტაბურ პროექტს თბილისის სხვადასხვა უბანში - მათ შორის კრწანისში, ორთაჭალაში, დიდ დიღომსა და სარაჯიშვილზე. 

ბრენდის პორტფელში უკვე მრავალი დასრულებული პროექტია, რომელთა დიდი ნაწილი სრულად რეალიზებულია, რაც მომხმარებლის ნდობისა და კომპანიის სანდოობის პირდაპირი მაჩვენებელია. 

მთავარი ამბიცია მხოლოდ პროექტების რაოდენობრივი ზრდა არ არის. ის ცდილობს, შექმნას ახალი სტანდარტი ქართულ დეველოპერულ ბაზარზე. თითოეული ახალი პროექტის საბაზისო მინიმუმი ითვალისწინებს გასართობ და სპორტულ მოედნებს, საბავშვო ღია და დახურულ სივრცეებს, კეთილმოწყობილ სარეკრეაციო ზონებს.

პროფესიონალური გუნდისა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად, “ბლოქს”-მა უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ნიშა ბაზარზე და განაგრძობს განვითარებას, როგორც სანდო და ინოვაციური დეველოპერი. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs