Property Georgia-ს და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით, 26 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმროში ,,ბილტმორი თბილისი” საქართველოში პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების საინვესტიციო ღონისძიება გაიხსნება. ღონისძიების მხარდამჭერია ავტონომიური AI Agents უძრავი ქონების პლატფორმა TwinO.
Property Exclusive 2026 ერთ სივრცეში შეკრებს უძრავი ქონების სექტორის ლიდერებს: დეველოპერული კომპანიების, სამშნებლო სფეროს წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ბროკერებს, არქიტექტორებს, სამშენებლო მასალების მწარმოებლებს- სექტორთან დაკავშირებულ ყველა მხარეს.
ღონისძიების გენერალური სპონსორია ,,სილქ დეველოპმენტი“, ოქროს სპონსორი - ,,ალიანს ჯგუფი“, მწვანე სპონსორი -,,ბლოქსი“, სპონსორები: ,,დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“, m², ,ციტადელი“, ,,სიემსი“ და ,,ზიონი“.
მხარდამჭერები: ,,კოლიერს ჯორჯია“, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE), საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC Georgia), გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), ევროპის ბიზნეს ასოციაცია საქართველო (EBA), Smeda-მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია, Benefit, ,,სოლვიტი”, EVA, Georgian Space, ,,ლოიალტე.”
მედია მხარდამჭერები: Property Media, BMG, ,,უძრავი ქონების პროსპექტი,” Entrepreneur Georgia, A.Real, City Magazine Georgia.
პროგრამა: ღონისძიების პირველი ნაწილი შედგება ორი პანელური დისკუსიისგან:,,საქართველო, როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ჰაბი: ლიდერების ინსაითები”, რომლის წარმდგენიცაა ,,ალიანს ჯგუფი” და ,,მწვანე მშენებლობისა და სერტიფიცირების შესახებ,” რომელსაც ,,სილქ დეველოპმენტი” წარადგენს.
პანელური დისკუსიების დასრულების შემდეგ ღონისძიება გაგრძელდება უძრავი ქონების გამოფენით.
უნიკალური შესაძლებლობები მხოლოდ 26 აპრილს:
- ექსკლუზიური შეთავაზებები დეველოპერებისგან!
- სპეციალური პირობები სამშენებლო მასალებზე, ინტერიერის დიზაინსა და სერვისებზე.
- პირველად საქართველოში - AI აგენტის საშუალებით დისტანციური მონაწილეობა. ონლაინ მაყურებლებს შეეძლებათ შეთავაზებების მიღება პირდაპირ ტრანსლაციის დროს.
Property EXCLUSIVE 2026 ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ როგორც უძრავი ქონების სექტორის პროფესიონალებს, ასევე ინვესტიციითა და თანამედროვე ტენდენციებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს გაეცნოს ბაზრის ახალ შესაძლებლობებს, დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ისარგებლოს ექსკლუზიური შეთავაზებებით.
გამოიყენეთ უნიკალური შანსი, იყოთ იმ პირველთა შორის, ვინც AI-ის დახმარებით ახალ სტანდარტებს ეცნობა უძრავი ქონების ბაზარზე!






